ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან, კერძოდ ბარიდან თვითმფრანი ჩამოფრინდა. მგზავრება აეროპორტში შემოწმება გაიარეს, მათ ტემპერატურა გაუსინჯეს და მათი მონაცემები ჩაიწერს.
როგორც ბარიდან ჩამოსული მგზავები ამბობენ მათ იტალიაში აეროპორში შემოწმება არ გაუვლით. სიმშვიდეა, როგორც აეროპორში, ისე ქალაქშიც.
“იქ სიმშვიდეა, აეროპორტში პირბადეებიც კი არ უკეთიათ. აქ დაგვხვდა შემოწმება. ტელეფონის ნომერი ჩაიწერეს, საცხოვრებელი ადგილი და სიცხე გაგვიზომეს“ – ამბობს დავით ბურჯანაძე.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე კორონავირუსის გავრცელების საფრთხიდან გამომდიარე შემომსვლელი პირებისათვის კარავია გაშლილი. ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომის გამოვლების შემთხვევაში მგზავრები პირველად სამედიცინო დახმარებას კარავში გაივლიან.
ამ ეტაპზე ქუთაისში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებული. საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების მეოთხე – ახალი შემთხვევა დღეს დადასტურა. 4-ვე პაციენტი, თბილისის ინფექციურ საავადმოყოში გადის მკურნალობას.