ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პოლონეთის ქალაქ პოზნანიდან პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შესრულდა. პირველი რეისის მგზავრებს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით“ სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. პოზნანი პოლონეთის რიგით მეექვსე მიმართულებაა, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მოხვედრა კვირაში ორჯერ არის შესაძლებელი. 10 სექტემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა 7 ახალი მიმართულებით დაიწყო პირდაპირი რეისების განხორციელება. პირდაპირი რეგულარული რეისები ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენის, ბარის და დღეიდან უკვე პოზნანის მიმართულებით სრულდება.