საქართველოში განხორციელებული თესლბრუნვის საპილოტე პროექტი, მსოფლიოს 6 საუკეთესო პროექტებს შორის მოხვდა
თესლბრუნვის დანერგვის მიზნით, ფერმერებს ბარდისა და წიწიბურას თესლები გადაეცათ და მათი უშუალოდ ველზე მოვლა-მოყვანისთვის კონსულტაციები გაეწიათ. შედეგად, შემცირდა სოკოვანი დაავადებები, მომდევნო წელი გახდა უხვმოსავლიანი. გაიზარდა როგორც ხორბლის მოსავალი, ფერმერებმა ბარდის მოყვანითაც მიიღეს სარგებელი.
მიწის მდგრადი მართვის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისათვის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში განხორციელებული თესლბრუნვის საპილოტე პროექტი, მსოფლიოს 6 საუკეთესო საპილოტე პროექტის სიაში მოხვდა.
საპილოტე პროექტი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის დაფინანსებით დაიგეგმა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის პროექტის “სასოფლო ტერიტორიებზე მიწის მდგრადი მართვის დანერგვა მიწის დეგრადაციის შემცირების მიზნით” ფარგლებში განხორციელდა.