ქართველმა წყვილმა სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებში მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა
ბულგარეთში ჩატარდა მსოფლიოს ჩემპიონატი სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებში სექვეის (Show Dance) მიმართულებით. ქართველმა წყვილმა – აკა მოდებაძემ და გვანცა ციხელაშვილმა – ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა და მსოფლიოს ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა.
მეორე ადგილი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა დაიკავეს, მესამე კი ბულგარელ წყვილს ერგო. ტურნირზე 11 წყვილი ასპარეზობდა.
ქართველმა წყვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად 2023 წელს გაიმარჯვა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს ქართველ წყვილს მსოფლიოს ჩემპიონობას და მათ კვლავაც წარმატებებს უსურვებს.
ქვეითს მანქანა დაეჯახა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 70 წლამდე ასაკის ქალი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ჩალაუბანთან მოხდა. სამარშრუტო ტაქსიდან გადასული ქალი ცენტრალურ მაგისტრალს კვეთდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ქვეითი ადგილზე...










