ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ღია პირველობის ორგზის გამარჯვებულია! მსოფლიოს მე-16 ჩოგანმა ფინალში რუსი ანდრეი რუბლევი 7:5, 4:6, 6:3 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულთან ერთად 500 სარეიტინგო ქულა დაიცვა.
თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილი მსოფლიო ჩემპიონია
თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილმა, (92 კგ) ფინალში ირანელი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.










