მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე ორი ქართველი მოდელი თათია ახალაია და მატილდა გვარლიანი გამოვიდნენ.
მოდელებმა ბრენდის 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის შოუ კოლექცია წარადგინეს.
თათია უკვე რამდენიმე წელია მოდის ცნობილ დიზაინერებთან თანამშრომლობს, მატილდასთვის კი ეს გამოსვლა მაღალი მოდის პოდიუმზე დებიუტი იყო.
მილანის მოდის კვირეული 19 სექტემბერს Max Mara-ს კოლექციის ჩვენებით გაიხსნა.