ფილარმონიასთან აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მოქალაქე სასწრაფო დახმარების ჯგუფს ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.
მისი განმარტებით, დაშავებულია კიდევ ორი მოქალაქე, აქედან ერთი ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია პოლიციის თანამშრომლებს სპეციალური ლენტით აქვს შემოსაზღვრული და იქ შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.