LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესი და ჰოსპიტალურ სექტორში არსებული მდგომარეობა განიხილა

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესი და ჰოსპიტალურ სექტორში არსებული მდგომარეობა განიხილა

დაპოსტა 2020/11/30-ში
A A
193
ნახვა
გაზიარება

28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესი და ჰოსპიტალურ სექტორში არსებული მდგომარეობა განიხილა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

საბჭოს სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ შეზღუდვების გამკაცრება ეპიდემიის გავრცელების შენელებას ისახავს მიზნად და მიღებული ზომების ეფექტურობისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მათ ზედმიწევნით აღსრულებას.

კიდევ ერთხელ აღინიშნა ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვის მნიშვნელობა, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან, სხვა შეზღუდვებთან ერთად, კიდევ უფრო მკაცრად კონტროლდება.

დაწესებული შეზღუდვების აღსრულების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე მთავრობის მეთაურს დეტალური ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა  მიაწოდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 24 საათში, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 1244 ფაქტი გამოავლინა. იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევისთვის – 67 პირი, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის კი 1177 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

შრომის ინსპექციის, შემოსავლების სამსახურის, სურსათის ეროვნული სააგენტოს და მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურების ერთობლივი ძალისხმევით, შეზღუდვების ამოქმედებიდან დღემდე შემოწმდა – 10 374 ობიექტი. მათ შორის, წერილობითი ან ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება მიეცა 6177 ობიექტს; დაჯარიმდა 3 ობიექტი;  4194 ობიექტს შეუჩერდა საქმიანობა; „იზოლაციის და კარანტინის წესის“ განმეორებით დარღვევის ფაქტი გამოვლინდა – 1 ობიექტზე.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი საწოლების კუთხით არსებული ვითარება და ის ნაბიჯები, რომლებიც დამატებითი რეანიმაციული და ინტენსიური თერაპიის საწოლფონდის მობილიზების კუთხით იდგმება. ყურადღება გამახვილდა ჟანგბადით მომარაგების პროცესის უწყვეტობის მნიშვნელობაზე. პრემიერ-მინისტრის დავალებით, საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის წარმოების სიმძლავრეების გაზრდის ხელშეწყობაში და ასევე მარაგების შექმნის თვალსაზრისით ჩართულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, საკოორდინაციო საბჭოსთან არსებულ საოპერაციო შტაბთან ერთად.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ჟანგბადის შესაძლო დეფიციტის პრობლემა არ დადგება, ვინაიდან პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დახმარება გაეწია ჟანგბადის წარმოებას, სიმძლავრეების გაზრდისა და ახალი დანადგარების დამონტაჟების თვალსაზრისით, ასევე თურქეთში განხორციელდა ჟანგბადის დიდი სიმძლავრის გენერატორების შესყიდვა, რომელთაგან თითო დღეში 1 ტონა ჟანგბადს აწარმოებს. 2 დანადგარი უკვე ჩამოვიდა და დამონტაჟდა რუხის კლინიკაში, სადაც ჟანგბადით მომარაგების პრობლემა გადაჭრილია. დეკემბრის შუა რიცხვებში თურქეთიდან დამატებით შემოვა 6 დანადგარი საიდანაც 3 ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ხოლო 3 –  თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დამონტაჟდება.

საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა COVAX პლატფორმასთან, სადაც საქართველოს წინასწარი შენატანი უკვე გაკეთებული აქვს. ამავდროულად, პრემიერ-მინისტრის დავალებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, საგარეო საქმეთა სამინისტრო და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებთან პირდაპირ შესყიდვებზეც მუშაობენ.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 135 584  ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 113 986 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 1267 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2104 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში – 3857 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 6383 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

გაზიარება77

დაკავშირებული -პოსტები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გეკა გელაძე უხელმძღვანელებს

by მეგა TV
აპრილი 21, 2026
0
შს მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძეს გეკა გელაძე შეცვლის.   ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისივე თქმით, გეკა გელაძის კანდიდატურა პარლამენტს...

დაწვრილებითDetails

სულხან თამაზაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა

by მეგა TV
აპრილი 21, 2026
0
სულხან თამაზაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. სულხან თამაზაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილმა...

დაწვრილებითDetails

14 წლის წინ, დღევანდელ დღეს, საქართველოს უახლეს ისტორიაში გარდამტეხი მოვლენა მოხდა, დაფუძნდა პოლიტიკური გაერთიანება – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-კობახიძე

by მეგა TV
აპრილი 21, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

14 წლის წინ, დღევანდელ დღეს, საქართველოს უახლეს ისტორიაში გარდამტეხი მოვლენა მოხდა, დაფუძნდა პოლიტიკური გაერთიანება - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს. როგორც კობახიძე...

დაწვრილებითDetails

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 21, 2026
0
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის და მასწავლებლობის მსურველებისთვის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე – online.naec.ge – 6 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ....

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 22 აპრილისთვის

by მეგა TV
აპრილი 21, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6938 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6938 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6931 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 21, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო სტაბილურად მაღალ მაჩვენებელზეა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 786 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.47%-იან კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ – 21 აპრილს მიცვალებულთა ხსენების დღეა

by მეგა TV
აპრილი 21, 2026
0
რა უნდა გააკეთოთ შობის დღესასწაულზე, ოჯახში კეთილდღეობა რომ დაგებედოთ
მთავარი

დღეს მიცვალებულთა ხსენების დღეა. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სიონის საპატრიარქო ტაძარში დიდი პანაშვიდი გადაიხადა. ლოცვა მიცვალებულთათვის სანატრელსა შინა დაძინებასა, საუკუნო განსვენება მიჰმადლე უფალო, სულთა მიცვალებულთა, მონათა...

დაწვრილებითDetails

სასაზღვრო პოლიციამ 3 პირი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავა

by მეგა TV
აპრილი 21, 2026
0
სასაზღვრო პოლიციამ 3 პირი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 3 პირი, 1987 წელს დაბადებული ფ.დ., 1970 წელს დაბადებული...

დაწვრილებითDetails

სპეციალური ბრიფინგი ჯანდაცვის სამინისტროში

by მეგა TV
აპრილი 21, 2026
0
სპეციალური ბრიფინგი ჯანდაცვის სამინისტროში
მთავარი

ამ წუთებში, სპეციალური ბრიფინგი იმართება ჯანდაცვის სამინისტროში, რომელსაც მიხეილ სარჯველაძე მართავს.  

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 56 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
აპრილი 21, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 56 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. "მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"