LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“უსაშველოდ დიდი სიყვარული შეგეძლო” – როგორ ემშვიდობებიან ზურაბ ჯალაღანიას

“უსაშველოდ დიდი სიყვარული შეგეძლო” – როგორ ემშვიდობებიან ზურაბ ჯალაღანიას

დაპოსტა 2019/12/16-ში
A A
177
ნახვა
გაზიარება

“კაცი, რომელიც დაგვაკლდა ყველას” – ხონის კულტურის ცენტრი სახალხო თეატრის მსახიობს ზურაბ ჯალაღანიას ემშვიდობება.

“მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ

“კაცი, რომელიც დაგვაკლდა ყველას, უამრავი დადებითი თვისებით გამოირჩეოდა ზურაბ ჯალაღანია, ჩვენი ხიჭინა _ ღიმილიანი შეხვედრა, ადამიანების სიყვარულით მოციმციმე თვალები და მხოლოდ მისთვის დამახასითებელი იუმორი სიცოცხლეზე შეყვარებული კაცის სავიზიტო ბარათი გახლდათ.
ყველა უყვარდა და ყველას უყვარდა ნიჭიერი ხელოვანი, ხონის კულტურის ცენტრის სახალხო დასის მსახიობი, ფოლკლორულ ანსამბლ „იმერის“ სოლისტი, პოეზიასა და ხელოვნებაზე შეყვარებული ადამიანი, რომელმაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა ასაკში_ 58 წლისამ გადაწყვიტა ჩვენგან წასვლა.
1982 წლიდან ზურაბ ჯალაღანია ხონის კულტურის სახლში გამართული ყველა ღონისძიების აქტიური მონაწილე, 1993 წლიდან სოფელ მათხოჯის კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი, 2007 წლიდან კი კულტურის ცენტრის ტექნიკური რეჟისორია.
მრავალი თეატრალური ფესტივალის ლაურეატი, პრიზებისა და ტიტულების მფლობელი დახლდათ ჩვენი უზარმაზარი კოლექტივის ერთგული და თავმდაბალი წევრი _ ,,მაია წყნეთელი“, ,,მკვლელობა სადგურზე“, ,,რომეო და ჯულიეტა“, ,,ყვარყვარე თუთაბერი“, „ცილინდრი“, ,,მდგმურები“, „ჰელადოსი“, „თეთრი ბაირაღები“, „მე ვხედავ მზეს“, „ათვინიერებენ მიმინოს“, „ნატაძრალზე“, ,,ნაცარქექია“ და კიდევ მრავალი სხვა, ხონის სახალხო დასის მიერ განხორციელებული სპექტაკლების ის მცირე ჩამონათვალია, რომლებშიც ზურაბ ჯალაღანიამ ყველასთვის დასამახსოვრებელი და დამახასიათებელი როლები შექმნა და კიდევ უფრო შეაყვარა თავი ქართველ მაყურებელს.
ყველას დაგვაკლდი, ჩვენო ზურაბ და გვიკვირს, ასე ძლიერ რატომ გვატკინე გული, როდესაც თავად უსაშველოდ დიდი სიყვარული შეგეძლო.” – ვკითხულობთ ხონის კულტურის ცენტრის ფეისბუკ გვერდზე.

ხონის სახალხო თეატრის მსახიობი გარდაიცვალა.

თეგები: ზურაბ ჯალაღანიამსახიობიხონი
გაზიარება83

დაკავშირებული -პოსტები

ვასილ ამაშუკელის დაბადებიდან 139 წელი გავიდა

by მეგა TV
მარტი 14, 2025
0
ვასილ ამაშუკელის დაბადებიდან 139 წელი გავიდა
კულტურა

დღეს ქუთაისის მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, ქართველი რეჟისორისა და ოპერატორის, ვასილ ამაშუკელის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ვასილ ამაშუკელის დაბადებიდან 139 წელი გავიდა.შეკრებილმა საზოგადოებამ დღეს, პატივი მიაგო პირველი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელმა გიორგი არაბიძე “საერთაშორისო გენიოსების მუსიკალური ონლაინ კონკურსი”-ს გამარჯვებულია

by თამარა ქავთარაძე
იანვარი 31, 2025
0
ქუთაისელმა გიორგი არაბიძე “საერთაშორისო გენიოსების მუსიკალური ონლაინ კონკურსი”-ს გამარჯვებულია
კულტურა

"ძალიან ბედნიერივარ! პირველიოქროს მედალი დაიმსახურა ჩემმა მე-3 სიმებიანმა კვარტეტმა (კატეგორია- კომპოზიცია), რომელიც მივუძღვენი დიმიტრი შოსტაკოვიჩის ხსოვნას! მართალია ბახის გარდა გენიოსი არ დაბადებულა ამ წუთისოფელში, მაგრამ კონკურსის სახელია "საერთაშორისო გენიოსების მუსიკალური...

დაწვრილებითDetails

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება

by მეგა TV
იანვარი 27, 2025
0
მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება
კულტურა

მატილდა გვარლიანი Sacai-ს 2025 წლის შემოდგომა/ზამთრის ჩვენებაზე გამოვიდა, რომელიც პარიზის მამაკაცის სამოსის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. ქართველი მოდელი პარიზში წელს უკვე მეორე ჩვენებაზე გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ქალის ხაზის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი მევიოლინე კარნეგი ჰოლში ტრადიციული სამოსით გამოვიდა

by მეგა TV
იანვარი 26, 2025
0
ქუთაისელი მევიოლინე კარნეგი ჰოლში ტრადიციული სამოსით გამოვიდა
კულტურა

ქუთაისელი მევიოლინე კარნეგი ჰოლში დაჯილდოების ცერემონიასა და გალა-კონცერტზე ქართული, ტრადიციული სამოსით მივიდა. როგორც მევიოლინე სოციალურ ქსელში წერს მან ოცნება ახდენა. "დღეს დიდი დღეა😍 როგორც,საერთაშორისო კონკურსის “Elite Music international competition”-ის 1...

დაწვრილებითDetails

მესხიშვილის თეატრის სპექტაკლი “ჰელვერის ღამე” გრან-პრის მფლობელი გახდა

by მეგა TV
იანვარი 16, 2025
0
მესხიშვილის თეატრის სპექტაკლი “ჰელვერის ღამე” გრან-პრის მფლობელი გახდა
კულტურა

ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი "ჰელვერის ღამე" გრან-პრის მფლობელი გახდა. სპექტაკლმა საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური პრემია, თეატრალური სეზონის საუკეთესო ნამუშევრისათვის მიიღო. სპექტაკლის "ჰელვერის ღამე" რეჟისორია გიორგი თავაძე....

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 55 წლისაა

by მეგა TV
დეკემბერი 27, 2024
0
ქუთაისის ოპერის თეატრი იუბილარია – ნახეთ მისი ისტორია (+ვიდეო)
კულტურა

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი 55 წლისაა. თეატრი ქალაქში 1969 წელს  1940-იანი და 1960-იანი წლების რეკონსტრუქციების შედეგად სახემიღებულ შენობაში გაიხსნა, რომელიც 1946 წელს ხანძრის შედეგად თითქმის განდაგურებულ ხარაზოვის...

დაწვრილებითDetails

დღეს ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეა

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2024
0
დღეს ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეა
კულტურა

დღეს, 19 ნოემბერს, ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეა. "მეფე"  1961 წელს დაიბადა. მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ფაკულტეტი 1982 წელს დაამთავრა . 1990 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტში გაიარა თანამედროვე პოეზიის...

დაწვრილებითDetails

საქართველო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული და რეკორდსმენია

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2024
0
საქართველო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული და რეკორდსმენია
კულტურა

საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულია. ანდრია ფუტკარაძე მაყურებლის წინაშე სიმღერით To My Mom წარდგა. საქართველომ 12 ქულა 12 ქვეყნისგან მიიღო, მათ შორის: იტალიისგან, სომხეთისგან, ალბანეთისგან, უკრაინისგან, კვიპროსისგან, ესტონეთისგან, ესპანეთისგან, სან...

დაწვრილებითDetails

“თვეში ერთხელ ჩვენი სპექტაკლები ქალაქ ბარიში”- “თავისუფალი თეატრი” ვიდეო მიმართვას ავრცელებს

by თამარა ქავთარაძე
ოქტომბერი 12, 2024
0
“თვეში ერთხელ ჩვენი სპექტაკლები ქალაქ ბარიში”- “თავისუფალი თეატრი”  ვიდეო მიმართვას ავრცელებს
კულტურა

ქალაქ ბარიში ,,თავისუფალი თეატრი" მუდმივმოქმედ თეატრს აარსებს. განცხადება თავად თეატრმა ვიდეომიმართვით გაავრცელა. მთელი წლის მანძილზე თეატრის სპექტაკლები თვეში ერთხელ ბარიში გაიმართება და მაყურელებს საუკეთესო სპექტაკლებს უჩვენებენ.

დაწვრილებითDetails

ცნობილია ვინ გახდა “ოქროს დინოზავრის” მფლობელი

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2024
0
ცნობილია ვინ გახდა “ოქროს დინოზავრის” მფლობელი
კულტურა

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი დასრულდა. მთავარი პრიზი ოქროს დინოზავრი საუკეთესო ფილმისთვის ნუცა წიქარიძის ფილმმა "მცხუნვარე მზე" მოიპოვა.  ოქროს დინოზავრი საუკეთესო ფილმის ნომინაციაში ნუცა წიქარიძის ფილმს, „მცხუნვარე მზეს" გადაეცა. რეჟისორმა ჯილდო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"