გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, უკრაინა 4 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა.
გაეროს ლტოლვილთა სააგენტო – UNHCR ამბობს, რომ 4,019,287 უკრაინელი წავიდა ქვეყნიდან, მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
მათ შორის ყველაზე მეტი, 2,3 მილიონზე მეტი უკრაინელი პოლონეთში გადავიდა.