სტუდენტებისვთის ტრანსპორტზე შეღავათის დასაწესებლად მერიაში ინიციატივას ხვალ შეიტანენ – ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი კიკვაძემ განაცხადა.
ინიციატივის შეტანასთან ერთად მერიასთან 15:30 საათზე სტუდენტებისთვის საჩვენებელი აქცია გაიმართება.
სტუდენტებისთვის 2020 წლიდან სამგზავრო გადასახადების განახევრების ინიციატივა ლეიბორისტული პარტიის ახალგზრდული ფრთის ხელმძღვანელს გაგი ხელაძეს ეკუთვნის.
ტრანსპორტის საფასურის განახევრების მოთხოვნით 10 ოქტომბერს ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში აქცია გაიმართა.
განახევრებული სატრანსპორტო გადასახადი სტუდენტებს – ლეიბორისტული პარტია ინიციატივით გამოდის