10 სექტემბერს მსოფლიოში სუიციდის პრევენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 2019 წლის 10 სექტემბრის დევიზია: „დაიჭირე წამი, შეცვალე ცხოვრება“.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, წელიწადში სუიციდის შედეგად, დაახლოებით, 800 ათასი ადამიანი იღუპება, რომელთა დიდი ნაწილი 15-დან 29 წლამდე ასაკობრივ ჯგუფშია.
სტასტიტიკის მიხედვით, სუიციდის შემთხვევათა 75% მცირე და დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ხდება. სწორედ ამიტომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მთავარი რეკომენდაცია ქვეყნებისადმი ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაა.
„საქართველოს, როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წევრი ქვეყნის პასუხისმგებლობაა, შევამციროთ სუიციდით გამოწვეული სიკვდილიანობა, ვიყოთ მათ გვერდით, ვისაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება“, – აცხადებენ ორგანიზაციაში „ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“.