LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სოციალური მომსახურების სააგენტომ გათავისუფლებასთან დაკავშირებით თანამშრომლებს წერილობით მიმართა და ორ თვიანი კომპენსაციაც გადასცა – მერი მაღლაფერიძე

სოციალური მომსახურების სააგენტომ გათავისუფლებასთან დაკავშირებით თანამშრომლებს წერილობით მიმართა და ორ თვიანი კომპენსაციაც გადასცა – მერი მაღლაფერიძე

დაპოსტა 2020/01/29-ში
A A
125
ნახვა
გაზიარება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, 2020 წლის 1 თებერვლიდან მეურვეობა-მზრუნველობის, ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების ფუნქცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში გაერთიანდება.

როგორც  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურო დაცვის სამინისტროდან იუწყებიან. ფონდის დირექტორის განმარტებით, იქმნება ახალი უწყება, რომელსაც სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ერქმევა.

„ეს იქნება დადებითი მოვლენა, რადგან სერვისების მიმწოდებლები გაერთიანდებიან. რა თქმა უნდა, რეორგანიზაციის ფარგლებში წარმოიშობა ვაკანტური პოზიციები და კანონის შესაბამისად კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით გამოცხადდება“, – აღნიშნა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სოციალური მუშაკების რაოდენობა არ შემცირდება და გაძლიერდება ბავშვზე ზრუნვის მიმართულება.

„აღსანიშნავია, რომ არამც და არამც არ მცირდება სოციალური მუშაკების რაოდენობა, პირიქით, პოზიციები ემატება და ასევე ემატება სხვადასხვა ფუნქციები მათ გასაძლიერებლად. ჩვენი ორგანიზაციისთვის ეს იქნება წამყვანი ფუნქცია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ბავშვზე ზრუნვის მიმართულება“, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

ამ დრომდე კი აღნიშნული სამსახურის ადმინისტრირების პოლიტიკას სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებდა. შესაბამისად იმ სოციალურ მუშაკებს, რომლებიც აღნიშნულ სააგენტოში მუშაობდნენ, აქვთ შესაძლებლობა კონკურსის გავლის შემდეგ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში დასაქმდნენ.

„სოციალურ მუშაკებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა კონკურსში. საბოლოოდ მათზე და საკონკურსო კომისიაზე იქნება დამოკიდებული დასაქმდებიან თუ არა ისინი გამოცხადებულ ვაკანტურ პოზიციებზე.

სოციალური მომსახურების სააგენტოში რეორგანიზაცია მიმდინარეობს 2019 წლის 1 მარტიდან, შესაბამისად აბსოლუტურად ყველა ეტაპზე, თანამშრომლებისთვის იყო სრულყოფილი ინფორმაცია მიწოდებული, არაერთხელ ყოფილან ისინი პირადად ჩემთანაც მსგავსი ტიპის კითხვებით, რაზეც პასუხი მიუღიათ. წერილებშიც, რომელიც მათ დაეგზავნათ ახსნილია მათი გათავისუფლების მიზეზი. მე დღესაც მაქვს მათთან კომუნიკაცია, მქონდა წარსულშიც და მექნება ყოველთვის, როცა მე მათ დავჭირდები რაიმე საკითხთან მიმართებაში“, – აღნიშნა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა.

მისი განცხადებით, სოციალური მომსახურების სააგენტომ გათავისუფლებასთან დაკავშირებით თანამშრომლებს წერილობით მიმართა და ორ თვიანი კომპენსაციაც გადასცა.

მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ რეორგანიზაციის პროცესში სპეციალური კომისია ყველა თანამშრომელს გაესაუბრა. გიორგი წოწკოლაურმა ისიც აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის დასრულების პირველივე თვეს თანამშრომლებს ხელფასებიც მოემატათ, სოციალური მუშაკის ხელფასი შეადგენს 1200, ხოლო უფროსი სოციალური მუშაკის – 1400 ლარს.

გაზიარება65

დაკავშირებული -პოსტები

“მე-8 დღეა მიმდინარეობს საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა და ვერც ჩვენ და, სხვათა შორის, ვერც „ოცნების“ ამომრჩეველმა ვერ გაიგო, ჩვენ აქ რას ვაკეთებთ”- ანა ბუჩუკური

by მეგა TV
ოქტომბერი 30, 2026
0
ტყიბულის მე-6 სკოლის დირექტორის მოადგილე შვილის პოლიტიკური საქმიანობისთვის გაათავისუფლეს – ანა ბუჩუკური
მთავარი

მე-8 დღეა მიმდინარეობს სარჩელის განხილვა და ვერც ჩვენ და, სხვათა შორის, ვერც „ოცნების“ ამომრჩეველმა ვერ გაიგო, ჩვენ აქ რას ვაკეთებთ, - ასე გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური საკონსტიტუციო...

დაწვრილებითDetails

“საქართველო ყოველთვის იყო მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და დიალოგის მხარდამჭერი” – კობახიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 30, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

დღეს, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას. საქართველო ყოველთვის იყო რეგიონში მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და დიალოგის მტკიცე მხარდამჭერი, - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა განახლდა

by მეგა TV
ოქტომბერი 30, 2026
0
„ძლიერი საქართველო-ლელო“ „ქართული ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს
მთავარი

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა განახლდა. სასამართლო კვლავ ახსნა-განმარტების ეტაპზე რჩება და პროცესი, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის, გიორგი სიორიძის ახსნა-განმარტებით გაგრძელდა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას ინფორმაციით, დღევანდელ...

დაწვრილებითDetails

წყალი 18:00 საათამდე შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები

by მეგა TV
ოქტომბერი 30, 2026
0
ქუთაისში 20 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდება | ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი
მთავარი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს. კომპანიის ცნობით, დღეს თბილისში, ისნის რაიონში, სამრეწველო დას. I ქ. N13-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება....

დაწვრილებითDetails

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 30, 2026
0
ქუთაისში,  მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში  გოგომ ბიჭს ყელი გამოჭრა
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში სხვადასხვა დროს ექვსი პირი დააკავეს, მათ შორის...

დაწვრილებითDetails

მაღაზიის გაქურდვისთვის ორი არასრულწლოვანი დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 30, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ორი არასრულწლოვანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით,...

დაწვრილებითDetails

მოქალაქეს მოტყუებით გამოართვა ოქროს ნაკეთობები … 102 300 ლარი, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა- შსს

by მეგა TV
ოქტომბერი 30, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში, მეზობლად მცხოვრები მამა-შვილის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 30, 2026
0
ზუგდიდში, მეზობლად მცხოვრები მამა-შვილის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული დამამძიმებელ გარემოებებში...

დაწვრილებითDetails

დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 30, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

30 ოქტომბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +22 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი.   მზეს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.   ბათუმშიც მზე იქნება,...

დაწვრილებითDetails

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 30, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე ენერგიული და პროდუქტიული იქნება. შესაძლოა, სამსახურში ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს ან დიდი ხნის დაგეგმილი საქმე წარმატებით დაასრულოთ. პირად ურთიერთობებში მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ.   კურო 30...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"