გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ თავი მოიკლა. კაცი ყოფილი პოლიციელია.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გარდაცვლილებს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული. შემთხვევის ადგილზე იმყოფება შიდა ქართლის პოლიციის უფროსი, ვალერიან თელია. ბინაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
სავარაუდო დამნაშავე 70 წლამდე კაცი – ღვთისო პეტრიაშვილია.