სოლიდარობა აჭარის ტელევიზიას – ქუთაისში აქცია 7 დეკემბერს გაიმართება. ჟურნალისტები 12 საათზე ქუთაისის ცენტრალუ მოედანზე კოლონადებთან შეიკრიბებიან და კოლეგებს სოლიდარობას გამოუცხადებენ.
“იკითხეთ ჩვენი სტატიები და არა მიმოწერა”, “გვისმინე რადიოში და არა ტელეფონში”,- ამ ლოზუნგებით საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ნაწილი ახლად არჩეული დირექტორის მაუწყებლის საინფორმაციო ნაწილში ჩარევასა და პოლიტიკის შეცვლის მცდელობას აპროტესტებს.
აჭარის საზოდაობრევი მაუწყებლის თანამშრომლებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შეხვდა, რის შემდეგაც მან არხის დირექტორს ურჩია, რომ ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევისგან თავი შეიკავოს.
შეგახსენებთ, აჭარის ტელევიზიის დირექტორად რამდენიმე დღის წინ გიორგი კოხრეიძე აირჩიეს.