საქართველოში, თბილისის აეროპორტში მესაზღვრე სიტყვიერ შეურაცხყოფას მგზავრს აყენებს. ამ ინციდენტის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება. კადრებში უცენზურო სიტყვები ისმის – მესაზღვრე ვიზიტორს ასე მიმართავს.
ამ ინციდენტის შესახებ Ethno rally – ეთნო რალი-ს დამფუძნებელი ალექსანდრე პაიკიძე წერს, რომ მესაზღვრემ ქალბატონს არა მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, არამედ ამავე ქალის თმით, ფიზიკური ძალადობის მცდელობასაც ჰქონდა ადგილი.
ნახეთ ვიდე, რომელსაც მგზავრი ავრცელებს
“ეს არის ის ადამიანი, ვინც (მისივე სიტყვებით) წყვეტს ვინ შემოვა ქვეყანაში და ვინ არა!
ეს კაცი, ქალს ელაპარაკება შემდეგი სიტყვებით – შალავა, ბლიად და იდი ნახუი.
გამორიცხულია აეროპორტის კამერებს ეს არ ქონდეთ დაფიქსირებული!
ეს ყველაფერი არის დაუსჯელობის სინდრომის ბრალი!
არავინ არაფერზე არაა პასუხისმგებელი!!!
კითხვაზე – რატომ მექცევით ასე?
ეს სუბიექტი პასუხობს – ასე მინდა და იმიტომ!
პ.ს. ქალბატონი ამტკიცებს, რომ ადგილი ჰქონდა ფიზიკური ძალადობის მცდელობასაც.” – წერს ალექსანდრე პაიკიძე.
მომხდარზე სასაუბროდ “პრაიმტაიმი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში კომენტარს გააკეთებენ, მესაზღვრის მიმართ თუ რა პროცედურები დაიწყება.
primetime.ge