LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით განცხადებას საპატრიარქო  ავრცელებს

სინოდის გადაწყვეტილების ფარგლებში გარკვეული რეკომენდაციები შესაძლოა უფრო დაზუსტდეს

დაპოსტა 2020/03/29-ში
A A
79
ნახვა
გაზიარება

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, შესაძლებელია, სინოდის გადაწყვეტილების ფარგლებში გარკვეული რეკომენდაციები კიდევ უფრო დაზუსტდეს და ლოცვა-კურთხევით სავალდებულოდ შესასრულებელი გახდეს.

როგორც ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განუცხადა, ჯერჯერობით ვერანაირი მსახურების წესის ცვლილება სინოდის გადაწყვეტილებას ვერ გაცდება.

„ნიშანდობლივია ისიც, რომ დღეისთვის არც ერთ ეკლესიას არ შეუცვლია ზიარების წესი. ამიტომ რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ ყველას. რაც შეეხება ამ საიდუმლოს, ეს არის მსახურების წესი, რომელსაც ვიცავთ საუკუნეების მანძილზე. სიტუაციის შესაბამისად, შესაძლებელი არის სინოდის გადაწყვეტილების ფარგლებში, რასაც სინოდის გადაწყვეტილება და ეს ოქმი გულისხმობს, იქ შეიძლება რაიმე რეკომენდაციები კიდევ უფრო დაზუსტდეს და თუ სარეკომენდაციო იყო მანამდე, ეს გახდეს ლოცვა-კურთხევით სავალდებულოდ შესასრულებელი. სინოდის გადაწყვეტილებას ვერ გაცდება ჯერჯერობით ვერანაირი მსახურების წესის ცვლილება. სინოდის შეკრება არ არის რაღაცა ლიმიტირებული. შესაძლებელია, რომ განსაკუთრებული აუცილებლობის გამო კვლავ შეიკრიბოს.

რაც შეეხება შეკითხვას, შეიძლება თუ არა სინოდის გადაწყვეტილების ფარგლებში რაღაცები დაზუსტდეს? – შეიძლება. სინოდის გადაწყვეტილება რასაც არ კრძალავს, იქ შეიძლება დაზუსტდეს რეკომენდაციები. მე ახლა ვერ ჩამოგითვლით, რადგან ნაადრევი იქნება ჩემგან ამის გაჟღერება. ნებისმიერი დებულება, ნებისმიერი მიღებული გადაწყვეტილება არ არის იმდენად მკაცრად მიღებული, რომ იქ რაიმეს დაზუსტება არ შეიძლება, ამიტომ თუ ამის აუცილებლობა იქნება და მღვდელმთავრები კვლავ შეკრებას მიიჩნევენ საჭიროდ, დაველოდოთ და ასეც იქნება“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ამასთან, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ იმ სასულიერო პირების განცხადებებიც ახსნა, რომლებიც ზიარების წესის ცვლილების საჭიროებაზე საუბრობენ და აღნიშნა, რომ „ეს იყო ისტორიული რაკურსი და ისტორიული გამოცდილების მიმოხილვა“.

„მათ ეს განცხადებები ასე ახსნეს, რომ ისტორიული რაკურსი, ისტორიული გამოცდილების მიმოხილვა იყო ეს განცხადებები და პირადი შეხედულება ჰქონდათ ამა თუ იმ წესთან დაკავშირებით. თუმცა, მას მერე რაც სინოდის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ყველანი ემორჩილებიან ამ გადაწყვეტილებას. მღვდლებს რომ სხვადასხვა შეხედულება ჰქონდათ ეს იმაზე ლაპარაკობს, რომ ეკლესიაში შესაძლებელი არის ამდენად დიდი იყოს თავისუფლება, რომ მათ გამოთქვან თავიანთი აზრი. თუმცა, როდესაც სინოდის გადაწყვეტილებით დადგენილია რაიმე კონკრეტული წესი, ყველა ვალდებულია ამას დაემორჩილოს“, – განაცხადა მან.

გარდა ამისა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება არ არის მიღებული ტაძრებში მხოლოდ სასულიერო პირების დარჩენასთან, ხოლო მრევლის ეკლესიის გარეთ გასვლასთან და რადიოფიცირების საშუალებით წირვა-ლოცვების მოსმენასთან დაკავშირებით. როგორც დეკანოზმა განმარტა, ამ საკითხს მღვდელმთავრები თავად გადაწყვეტენ.

„ჩემი გადასაწყვეტი ეს არ არის. რეკომენდაციები გვაქვს, რომ ტაძარში ორი მეტრი დაიცავით და გარეთ მეტრნახევარი. ეს ნიშნულები გავათეთრეთ და თითქმის ყველა ტაძარში გაითვალისწინეს და შეასრულეს. თუ კიდევ იქნება უფრო მკაცრი რეკომენდაციები, ამაზე მღვდელმთავრები შეიკრიბებიან და იმსჯელებენ“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

თეგები: სინოდი. ჯღამაძე
გაზიარება32

დაკავშირებული -პოსტები

მკვლელობა მცხეთაში – შსს ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 13, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული თ.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.   "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 აპრილს, მცხეთის მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ...

დაწვრილებითDetails

13 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
აპრილი 13, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

13 აპრილს საქართველოს უმეტეს რეგიონში დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება. უმეტეს ქალაქებში მოსალოდნელია წვიმა და და ზოგან ძლიერი ქარი.   ყველაზე მაღალი ტემპერატურა, +13 გრადუსი, რუსთავში დაფიქსირდება, ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა ,...

დაწვრილებითDetails

13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 13, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

13 აპრილი ენერგიულად და ემოციურად დატვირთული დღეა. ინტუიცია ძლიერდება, თუმცა ემოციებმა შეიძლება ლოგიკა გადაფაროს, ამიტომ მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა.     ვერძი - დღეს განსაკუთრებით აქტიური და იმპულსური ხართ. ეცადეთ, გადაწყვეტილებები...

დაწვრილებითDetails

კლინიკის დაცვის თანამშრომელი სცემეს

by მეგა TV
აპრილი 12, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

მარნეულში კლინიკის დაცვის თანამშრომელი სცემეს - 63 წლის ალადინ ყარეზადე კომაში იმყოფება. შემთხვევა 11 აპრილს, საღამოს საათებში მოხდა. დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა - მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად თბილისში, რეანიმაციულ...

დაწვრილებითDetails

დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

by მეგა TV
აპრილი 13, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

ქობულეთში დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „აჭარა თაიმსი" ავრცელებს. მათივე ცნობით, დაღუპული 35 წლამდე ასაკის კაცია, რომელიც ქობულეთის ერთ-ერთ გარეუბანში სათევზაოდ იმყოფებოდა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე...

დაწვრილებითDetails

4 წლის ბავშვს ხურდა ფული გადასცდა

by მეგა TV
აპრილი 12, 2026
0
AMBULANCE – რატომ აწერიათ სასწრაფო დახმარების ავტომობილებს წარწერა უკუღმა?
მთავარი

  არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი გალის სასწრაფოს ბრიგადამ ენგურის ცენტრალურ ხიდამდე გადმოიყვანა, საიდანაც ბავშვი, თავდაპირველად, ზუგდიდის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. თუმცა, მდგომარეობის სიმძიმის გამო, ბავშვი ბათუმის კლინიკაში წუხელვე გადაიყვანეს..   ამ...

დაწვრილებითDetails

12 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
აპრილი 12, 2026
0
რა შეიძლება გამოიწვიოს ზამთარში ქუდის გარეშე სიარულმა – ექიმი განმარტავს
ამინდი

თორმეტ აპრილს საქართველოში იქნება ცვალებადი ამინდი. ზოგ რეგიონში წვიმა და ქარი.   ყველაზე მაღალი ტემპერატურა, +23 გრადუსი, ქუთაისში და ბაკურიანში დაფიქსირდება. ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა , +2 გრადუსი, გუდაურშია მოსალოდნელი....

დაწვრილებითDetails

გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასი შემცირდა – როგორია ფასები საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 11, 2026
0
ბათუმში მამაკაცს ცეცხლი წაეკიდა
მთავარი

გლობალურ ბირჟებზე ნედლი ნავთობის ფასი შემცირდა. პარასკევს, ბოლო ვაჭრობის შედეგად, მსოფლიო ბაზრებზე Brent-ის ტიპის საწვავის საორიენტაციო ფასი ბარელზე 95.20 დოლარით (-0.75%) განისაზღვრა, ამერიკული WTI ნედლი ნავთობის ღირებულება კი 96.57 დოლარია...

დაწვრილებითDetails

საქართველოს ფქვილის იმპორტი 68%-ით გაუძვირდა

by მეგა TV
აპრილი 11, 2026
0
საქართველოს ფქვილის იმპორტი 68%-ით გაუძვირდა
მთავარი

2026 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოს ფქვილის იმპორტი 68.2%-ით გაუძვირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მოცემულ საანგარიშო პერიოდში, ქვეყანაში 1.331 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 2 761 ტონა ფქვილის იმპორტი განხორციელდა, 2025 წლის...

დაწვრილებითDetails

რა ღირს გრამი ოქრო საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 11, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი შემცირდა. ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 748 დოლარი განისაზღვრა, რაც ერთ დღეში ფასის 44 დოლარით კლებაზე მიუთითებს. ამასთანავე, Gold Price-ის მონაცემები აჩვენებს,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"