სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქუთაისში რამდენიმე სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. საქმე ეხება ქუთაისის საჯარო სკოლებში სახურავის და დაზიანებული იატაკის შეკეთებას, მათ შორის სველი წერტილის მოწესრიგებას. ამ კუთხით სულ 19 საჯარო სკოლას გაეწევა დახმარება. აღნიშნული პროგრამისთვის მთავრობის განკარგულებით, 2 მილიონი ლარია გამოყოფილი.
მინისტრი გივი მიქანაძე საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი გივი მიქანაძე ქალაქ ზესტაფონში საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა. როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, მინისტრმა მშობლებს ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარეობის შესახებ ესაუბრა...









