მოქალაქე თამთა ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ წერეთლის N55-ში კორპუსიდან ნაწამები, მკვდარი ძაღლი გადააგდეს.
“ნაწამები, მკვდარი ძაღლი გადმოაგდეს კორპუსიდან, წერეთლის 55 ნომრიდან, სულ ვკანკალებ ვერაფერს ვწერ.
პოლიციაში წავიდა მზია. ვინც დაინახა, გთხოვთ, ტელევიზიებს, ვისაც შეგიძლიათ ადგილზე მოდით!
აქ ვარ მეც!
დალეწილი აქვს მთლიანი პირი და ყბა…” – წერს თამთა ჭიღლაძე და სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს.









