LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველო ევროპის სპორტის კვირეულს მასპინძლობს

საქართველო ევროპის სპორტის კვირეულს მასპინძლობს

დაპოსტა 2019/09/23-ში
A A
86
ნახვა
გაზიარება

საქართველოში ევროპის სპორტის კვირეული სტარტს დღეს  კვირეული 15:00 საათზე ბათუმში აიღებს. ღონისძიება ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ბათუმი მიმდინარე წელს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსს ატარებს.

სპორტულ ღონისძიებებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 25 000-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ერთი კვირის მანძილზე, ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში ქვეყნის 60-მდე მუნიციპალიტეტში სპორტის 30-მდე სახეობა და 100-მდე სპორტული აქტივობა იქნება წარმოდგენილი.

2020 წლიდან ევროპის სპორტის კვირეულის გახსნის ცერემონია იქნება გარდამავალი და გაიმართება იმ მუნიციპალიტეტში, რომელიც ყველაზე აქტიურად და მასშტაბურად ჩაერთვება კვირეულის ორგანიზებაში.

ევროპის სპორტის კვირეული არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის მასშტაბით სპორტისა და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას და სპორტის მასობრიობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდას. ევროპის სპორტის კვირეული, რომლის დევიზია #BeActive (იყავი აქტიური), 2015 წლიდან ევროკავშირის წევრ და სპეციალურად შერჩეულ რამდენიმე არაწევრ ქვეყანაში ტარდება. წელს ევროპის სპორტის კვირეულს 40-მდე ქვეყანა გამართავს. 23 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ევროპის მასშტაბით დაგეგმილია 30 000-ზე მეტი ღონისძიების ჩატარება რომელშიც 10 მილიონზე მეტი ადამიანი ჩაერთვება.

საქართველოში  ევროპის სპორტის კვირეული წელს მეორედ გაიმართება. სპორტის კვირეულის ოფიციალური კოორდინატორია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ორგანიზატორები – ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ და სამინისტროს მიერ აღიარებული სხვა ეროვნული ფედერაციები, თანაორგანიზატორი საქართველოს 60-მდე მუნიციპალიტეტი. გახსნის ცერემონიის თანაორგანიზატორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქალაქ ბათუმის მერია.

 

თეგები: ევროპაევროპის სპორტის კვიერულისპორტი
გაზიარება34

დაკავშირებული -პოსტები

ანა ჯაფარიძე პარა ტაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
ანა ჯაფარიძე პარა ტაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
მთავარი

ანა ჯაფარიძემ მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა რომში გამართულ გრან პრიზე პარა ტაეკვონდოში პირველობა არავის დაუთმო. ანამ K44, - 52 კგ. კატეგორიის ფინალში თურქი მურიემ ბელუთი დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა....

დაწვრილებითDetails

“გრეპლინგში” ქუთაისელმა სპორტსმენმა ჯიმშერ რაზმაძემ მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა

by მეგა TV
მაისი 29, 2026
0
“გრეპლინგში”  ქუთაისელმა სპორტსმენმა ჯიმშერ რაზმაძემ  მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა
მთავარი

27 მაისს ერევანში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობა "გრეპლინგში". დიდებს შორის 71 კგ. წონით კატეგორიაში მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა ქუთაისელმა სპორტსმენმა ჯიმშერ რაზმაძემ (მწვრთნელი, გენადი ჩირგაძე).

დაწვრილებითDetails

დღეს უმცროსი ბორჯღალოსნები ჩილეს დაუპირისპირდებიან

by მეგა TV
მაისი 26, 2026
0
დღეს უმცროსი ბორჯღალოსნები ჩილეს დაუპირისპირდებიან
მთავარი

დღეს,26 მაისს 15:00 საათზე უმცროსი ბორჯღალოსნები ჩილეს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა სამხრეთ აფრიკაში შედგება. პირდაპირი ტრანსლაცია - rugbytvgeorgia- ზე სათამაშო შემადგენლობა : 0

დაწვრილებითDetails

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

by მეგა TV
მაისი 12, 2026
0
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
მთავარი

მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ ქართულ რაგბიში მომხდარ დოპინგ-სკანდალზე საქართველოს ნაკრების მორაგბეებს საბოლოო სასჯელი გამოუტანა. World Rugby-სა და World Anti-Doping Agency-ის ერთობლივი გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრების კაპიტანს, მერაბ შარიქაძეს „რეკრეაციულ ნარკოტიკებსა და სინჯების...

დაწვრილებითDetails

მარიამ მურღვლიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია!

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
მარიამ მურღვლიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია!
მთავარი

გილოცავთ, მარიამ მურღვლიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია! 🥈 ძალოსანმა ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა. 🏋️ ეგვიპტეში მიმდინარე ძალოსანთა (U20) მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ქალ ძალოსანთა ნაკრების წევრმა, მარიამ მურღვლიანმა (86 კგ.) იასპარეზა. 🇬🇪 ძალოსანმა...

დაწვრილებითDetails

ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონია

by მეგა TV
აპრილი 17, 2026
0
ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონია
მთავარი

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილმა. მან ფინალში მან აზერბაიჯანის წარმომადგენელი ჰიდაიათ ჰეიდაროვი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა. მის ყულაბაში უკვე ოლიმპიური,...

დაწვრილებითDetails

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

by მეგა TV
აპრილი 17, 2026
0
ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია
მთავარი

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი ეფექტურად დაასრულა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ), რომელმაც ისრაელის წარმომადგენელი ტიმნა ნელსონ ლევი ფინალში ეფექტური გდებით დაამარცხა. შეხვედრის დასაწყისში ქართველმა ძიუდოისტმა გდება გაუშვა და ბოლო წამებამდე 0:1-ს...

დაწვრილებითDetails

ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატზე ქუთაისლებმა სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატზე ქუთაისლებმა სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
მთავარი

ქუთაისის ა.ა.ი.პ სპორტული დაწესებულების გაერთიანების, N17 სპორტული სკოლის მოჭიდავეებმა, ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატზე სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს - 66 კგ; - ცოტნე იჩქიტიძე - ლევან მანდარია +100 კგ; - ოთარ ჯაფარიძე

დაწვრილებითDetails

საქართველოს პარა ტაეკვონდოს ნაკრების წარმატება თურქეთის ღია სარეიტინგო ტურნირზე

by მეგა TV
მარტი 26, 2026
0
საქართველოს პარა ტაეკვონდოს ნაკრების წარმატება თურქეთის ღია სარეიტინგო ტურნირზე
მთავარი

საქართველოს პარა ტაეკვონდოს ნაკრების წარმატება თურქეთის ღია სარეიტინგო ტურნირზე. სპორტსმენები ტურნირზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ. ქართველებმა ტურნირზე სამი მედალი მოიპოვეს ანა ჯაფარიძე(-52კგ) ტურნირის გამარჯვებულია , მან ფინალში მოქმედი პარალიმპიური ჩემპიონი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელმა სპორტსმენებმა პარა მკლავჭიდში შვიდი ოქროს მედალი მოიპოვეს

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
ქუთაისელმა სპორტსმენებმა პარა მკლავჭიდში შვიდი ოქროს მედალი მოიპოვეს
მთავარი

ქუთაისელმა სპორტსმენებმა პარა მკლავჭიდში შვიდი ოქროს, ექვსი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს. პირველი ადგილი: ვახტანგ ახობაძე 60 კგ. მარჯვენა მკლავი; გიორგი ახალაძე 55 კგ. მარჯვენა და მარცხენა მკლავი;...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"