დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ჯერჯერობით საქართველოში სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულია.
ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“კლინიკებში დაინფიცირებული არ გვყოლია, მაგრამ ყურადღება გამახვილებულია ამ საკითხისადმი, რადგან მოგეხსენებათ, რომ ჩინეთში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების მაჩვენებლი საკმაოდ შემაშფოთებელი იყო,” – განაცხადა იმნაძემ.
რაც შეეხება სხვადასხვა წარმოების შავი ფერის პირადეებთან დასმულ კითხვას, რამდენად ეფექტურია ე.წ. შავი პირბადეები, იმნაძის განცხადებით, მთავარია მან თავისი ფუნქცია შეასრულოს.
“მე რამდენაცად ვიცი “ბალენსიაგამაც” გამოუშსა პიბადეები. ზოგს ერთი ბრენდი მოსწონს, ზოგს მეორე, მთავარია თავისი ფუნქცია შეასრულოს,”- განაცხადა იმნაძემ.