LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პიროტექნიკის სროლა კი არა, ტყვიამფრქვევს როცა გესვრიან და შენ ტყვედ ჩაიგდე ვინმე, არ გაქვს უფლება, ის სცემო და დაამცირო – ვახტანგ კაპანაძე

საქართველოში იმყოფება აშშ-ის საელჩო, ის ფაქტობრივად არის სამიზნე – ვახტანგ კაპანაძე

დაპოსტა 2026/03/06-ში
A A
47
ნახვა
გაზიარება

ვუშვებ შესაძლებლობას [რომ ირანმა პირდაპირ მიაყენოს დარტყმა საქართველოს] საქართველოში იმყოფება აშშ-ის საელჩო, ის ფაქტობრივად არის სამიზნე ირანის შეიარაღებული ძალებისთვის, ირანის ხელისუფლებისთვის, – ასე პასუხობს გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე შეკითხვას, უშვებთ თუ არა იმას, რომ ირანმა პირდაპირ მიაყენოს დარტყმა საქართველოს?

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული, ირანის დარტყმის ობიექტი ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის საქართველოს მონაკვეთიც გახდეს, რადგან ეს ნავთობსადენის ყველაზე დაუცველი მონაკვეთია.

„ხოლო თუკი ავიღებთ ბაქო-ჯეიჰანის მილსადენს, ყველაზე მოკლე მონაკვეთი გადის საქართველოში, ყველაზე გრძელი თურქეთში. მილსადენზე დარტყმა არ იძლევა ისეთ შედეგს, როგორც უშუალოდ გამანაწილებელზე დარტყმა, ვინაიდან მისი შეკეთება ძალიან მალე ხდება. ასევე, მილის ზომიდან გამომდინარე მასზე ზემოქმედება არც ისე ადვილია, მაგრამ ისეთი სამიზნე, როგორიც არის საელჩო, რა თქმა უნდა, ის მიზანია ირანისთვის. მაგრამ თუკი მილსადენი არის მიზანში ამოღებული, ირანის ხელისუფლების ადგილზე, რა თქმა უნდა, შევეცდებოდი, ყველაზე დაუცველ მონაკვეთზე დამერტყა. ყველაზე დაუცველი მონაკვეთი, აზერბაიჯანთან და თურქეთთან შედარებით, არის, რა თქმა უნდა, საქართველო თავისი სამხედრო შესაძლებლობებით. ამიტომ, ამას ნამდვილად ვერ გამოვრიცხავ“, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

რაც შეეხება აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას, ვახტანგ კაპანაძის თქმით, სავარაუდოდ, ირანის ხელისუფლება შეიარაღებული ძალების ცალკეულ დანაყოფებს ვერ აკონტროლებს.

„ირანის ოფიციალურ განცხადებასა და დაბომბვას შორის, რომელიც აზერბაიჯანში მოხდა, არის დიდი განსხვავება. არის მხოლოდ ორი შესაძლო ვარიანტი: ერთი, რომ ირანის ხელისუფლება ვერ აკონტროლებს თავისი შეიარაღებული ძალების ცალკეულ დანაყოფებს, რომლებიც ყველა მიმართულებით ისვრიან. მეორე, ეს დარტყმა მიმართული იყო სხვა ქვეყანაზე, ეს შეიძლება ყოფილიყო თურქეთი, და უბრალოდ მოხდა ტექნიკური მიზეზების გამო ჩამოვარდნა. მე მაინც ვთვლი, რომ არ არის კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, იქნება საფრთხე ისევე, როგორც მეზობელი ქვეყნებისთვის, ასევე საქართველოსთვის“, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

ვახტანგ კაპანაძის შეფასებით, ირანმა დაუშვა დიდი შეცდომა, როდესაც დაიწყო დაპირისპირება როგორც არაბულ სახელმწიფოებთან, ასევე, მეზობელ ქვეყნებთან.

„ფაქტობრივად გლობალური სახე მიიღო ამ დაპირისპირებამ. ის, რომ ყველა ქვეყანა არ არის ჩართული უშუალოდ საცეცხლე დაპირისპირებაში, არ ნიშნავს, რომ ეს ქვეყნები არ მონაწილეობენ. ჩემი აზრით, ირანმა დაუშვა დიდი შეცდომა, როდესაც დაიწყო დაპირისპირება როგორც არაბულ სახელმწიფოებთან, ასევე მეზობელ ქვეყნებთან. ეს არის ირანის სტრატეგიის გარკვეული ნაწილი, რომელიც თვლის, რომ თუკი ის მოახდენს ზეწოლას ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე, ისინი თავის მხრივ ზეწოლას მოახდენენ აშშ-ზე, რათა შეწყდეს ეს დაპირისპირება. შედეგი აბსოლუტურად სხვაა, ფაქტობრივად ყალიბდება სუნიტური კოალიცია ირანის საწინააღმდეგოდ.

ამასთან ერთად, აზერბაიჯანის წინააღმდეგ განხორციელებული აქტი ეს კიდევ ერთი ფეხში სროლაა ირანის მხრიდან, ვინაიდან აზერბაიჯანი ძალიან მჭიდრო ურთიერთობაშია თურქეთთან და ეს ფაქტობრივად თურქეთისთვის მიყენებულ ზიანს ნიშნავს. ირანი ნამდვილად ვერ მიაღწევს თავის მიზანს, სამაგიეროდ გაიჩენს უამრავ მტერს და ეს იწვევს იმას, რომ ირანი ფაქტობრივად, რჩება ეული ამ დაპირისპირებაში“, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

გაზიარება19

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში კაცი დაჭრეს

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ქუთაისში 40 წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ინფორმაციას „ინფო იმერეთი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, შემთხვევა ბალახვანის ცენტრში, მე-12 საჯარო სკოლის წინ მოხდა. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.  ...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი პირველი მაისისთვის

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6916 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6920 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004...

დაწვრილებითDetails

“ჩვენი ჯარი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უმთავრეს გარანტად”- ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

დღეს ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეული თარიღია - 35 წლის წინ, 1991 წლის 30 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, პირველი წვევამდელების მიღებით საფუძველი ჩაეყარა ჩვენს თანამედროვე თავდაცვის ძალებს. მას შემდეგ ეს დღე ქართული მხედრული...

დაწვრილებითDetails

“ჩვენი ძალა მხოლოდ იარაღში არ არის, ჩვენი მთავარი ძალა არის გონივრულ პოლიტიკაში” – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს
მთავარი

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს - დღეს, რომელიც სიმბოლურად აერთიანებს ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას, ეროვნული ღირსების განცდას და მომავალზე პასუხისმგებლობას. ეს დღე არის პატივისცემა იმ ადამიანების მიმართ, ვინც საკუთარი სიცოცხლის...

დაწვრილებითDetails

იმერეთსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 14 პირი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 14...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან 103 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 103 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყებსი ცნობით,...

დაწვრილებითDetails

ხონში სამი შვილის დედა გარდაიცვალა

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
ხონში სამი შვილის დედა გარდაიცვალა
მთავარი

ხონის მუნიციპალიტეტში,  35 წლის, სამი შვილის დედა, ჟანა ლოგუა გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით ჟანა ლოგუას გული გაუჩერდა. „გარდაიცვალა 3 შვილის დედა ჟანა ლოგუა...

დაწვრილებითDetails

” საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია”- მაკა ბოჭორიშვილი

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრად მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა
მთავარი

საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია - ევროკავშირთან დიალოგი უნდა აღდგეს ნორმალურ ჩარჩოში, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, უნგრეთში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებსა და ევროკავშირის...

დაწვრილებითDetails

30 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

30 აპრილს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +8 გრადუსია მოსალოდნელი. მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა. დღისით ჰაერი...

დაწვრილებითDetails

30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი მოდუნდით და მშვიდად მოიფიქრეთ, როგორ გადაანაწილოთ დრო და ენერგია პირადი და საოჯახო საქმეებისთვის. მოერიდეთ ისეთი საკითხების გადაჭრას, რაც თქვენგან დიდ ძალისხმევას და ბრძოლას მოითხოვს. კურო კარგი დროა, მგზავრობის დასაგეგმად,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"