”საფეხბურთო კლუბი ქუთაისის ტორპედო იტალიელ ინვესტორს, ფაბიო მანინს გადაეცა.” – ამის შესახებ ტორპედოს ფან კლუბი წერს და Sportery.Ge-ის სტატიას აქვეყნებს.
”მაშ ასე.. გვინდა გამცნოთ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს, რომ საგა, რომელიც ტორპედოს თავზე თითქმის ერთი წელია ტრალებს დასრულდა… ტორპედოს გულშემატკივარებისათვის ბოლო იმედი, ფაბიო მანინის სახით გამართლდა!
როგორც ჩვენთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, საფეხბურთო კლუბი ქუთაისის ტორპედო იტალიელ ინვესტორს, ფაბიო მანინს გადაეცა. ჩვენი წყარო გვიდასტურებს, რომ ქუთაისის მერიასა და იტალიელ ინვესტორს შორის შეთანხმება შედგა და კლუბს ახალი მფლობელი ჰყავს.
შეთანხმების დეტალები ჩვენთვის ამ ეტაპზე უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ტორპედო მიახლოებით 8 თვეა რაც კრიზისშია. კლუბიდან უკლებლივ ყველა ფეხბურთელი წავიდა (გარდა გრიგოლ დოლიძისა). ამ ხნის განმავლობაში უამრავი ვერსია გავრცელდა იმის შესახებ, რომ როგორ დააღწევდა კლუბი კრიზის. საუბარი იყო როგორც ჩინელ ინვესტორებზე, რომლებთანაც ბოლო მომენტში ჩაიშალა შეთანხმება, ასევე საუბარი იყო კლუბის მფლობელობაში გადაცემა ფრანკფურტის აინტრახტთან, თუმცა.. ყველა მოლაპარაკებები რაღაც ეტაპზე წყდებოდა და ტორპედოს ამბები იქამდე მივიდა, რომ თუ კლუბში ინვესტორი არ მივიდოდა 2020 წლის 27 იანვარს და არ გადიხდიდა კლუბზე დაკისრებულ ვალს რომელიც 2 მილიონს აჭარბებს, ამ შემთხვევაში ქუთაისური, დიდი ტრადიციების მქონე კლუბი ბევრად დაბალ ლიგაში გადქვეთიდებოდა. და აი დადგა ეს დღეც, დღე როცა ტორპედოსთვის ყველაფერი სასიკეთოდ წარიმართა და კლუბი შენარჩუნდა !
როგორც , Sportery.Ge – სანდო წყაროებმა განუცხადეს კლუბი უკვე გადავიდა იტალიერი ინვესტორი ფაბიო მანინის , მფლობელობაში , ოფიციალურად ეს ამბავი ჯერ არ გავრცელებულა მაგრამ 28 იანვარს ყველაფერს ნათელი მოეფინება.
ტორპედო ქუთაისი ბრუნდება !” – ვკითხულობთ ტორპედოს გულშემატკივრების ოფიციალურ გვერდზე.