მათ, ვისაც ვერ გაუცნობიერებიათ სოციალური დისტანცირებისა , თუ სხვა აუცილებელი წესების დაცვა, ვინც სიფრთხილით არ ეკიდება კარზე მომდგარ საშიშროებას, პაატა სიორდია კოვიდ ინფიცირებულთა რიცხვის ზრდისა და იმის გამო , რომ ადამიანები მიმოსვლასა და შეკრებებს არ ერიდებია, მწვავე სტატუსს აქბეყნებს, რასაც უცვლელად გთავაზობთ:
,,1 გარდაცვლილი, 14 ახალი შემთხვევა და სპორტსმენის გამო 71 პირი დაკარანტინებული, ესაა ბოლო 24 საათის ბალანსი.
მაინც არ ეშვებით ძვალ-რბილში გამჯდარ იახვურ ქარაფშუტობებს ხომ?
საუკუნეებია მღერით: რომ მოვკდები ჩამსვით ტიკჭორაშიო. არაფერი არ აგხდომიათ ისე, როგორც ეს. გარდაცვლილებითვის სპეციალური დასპირტულ-დეზინფიქცირებული ტიკჭორებია(ჩანთები), რომელშიც გარდაცვლილის გვამს ჩადებენ, სპეციალურ სათავსოში მოათავსებენ, ტიკჭორას დალუქავენ და 72 საათში ხაბარდა სამარისკენ.
თუ ჭკუას არ მოუხმობთ და არ დათმობთ იახვიზმის მავნე ბაცილას, ივნისს-ივლისში 12 000 ინფიცირებული და 2000 ათასი გარდაცვლილი გვეყოლება. არჩევანი თქვენზეა. ვირუსთან ჩაწყობებით ან ნეპოტიზმით ვერაფერს გააწყობთ. მან არ იცის ეს თქვენი აგრარული ბურდღინები.-წერს პაატა სიორდია.