ჩხოროწყუ-მუხურის გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს დაშავებული საავადმყოფოში გადაჰყავდათ, რა დროსაც სასწრაფოს ავტომობილიც ავარიაში მოყვა.
არსებული ინფორმაციით, სასწრაფოს მანქანა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა, საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომობილს შეეჯახა. ექიმების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ისინი თავს კარგად გრძნობენ. რაც შეეხება დაშავებულ პაციენტს, რომელიც ორმაგ ავარიაში მოყვა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
იგი რეანომობილით ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით
წყარო: Primetime.ge