პირველი ოფიციალური შედეგების მიხედვით რუსეთის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ პუტინმა გაიმარჯვა და ხმების 87.97% მოიპოვა
ამ დროისთვის საარჩევნო ოლქების 24.4%-ია დათვლილი. საარჩევნო კომისიის ცნობით, 2024 წლის არჩევნებში 8 მილიონმა ადამიანმა ონლაინ მისცა ხმა.
რუსეთში მიმდინარე არჩევნებს თეთრი სახლი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები “აშკარად უსამართლო” იყო, ხოლო უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის “არჩევნების იმიტაციას” ლეგიტიმაცია არ აქვს.