სამტრედიაში ტრაილერისა და მინივენის დაჯახების შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მინივენში მსხდომი ყველა მგზავრი დაიღუპა. ქუთაისიპოსტის ინფორმაციით მინივენში უცხოელი ტურისტები ისხდნენ.
“ტრაილერი სამტრედიიდან მოდიოდა და მინივენი ბათუმიდან ბრუნდებოდა. საპირისპირო გზაზე მოხდა ეს ყველაფერი”, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი ქუთაისიპპსტთან საუბრისას.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს