“ქართული მარშის” წევრებმა “ლელოს” ქუთაისის ოფისთან მსვლელობა მოაწყვეს, ისინი ერთსქსეინათა ქორწინების თემაზე ანა ნაცვლიშვილის პოზიციას აპროტესტებენ.” ქართულ მარშში” ამბობენ, რომ მათთვი ნაცვლიშვილის განცხადებები მიუღებელია.
მათ ოფისთან სპეციალური სიგელი დატოვეს. ლგბტ თემის სიმბოლოზე “ლელოს” ლიდერები არიან გამოსახული.
სიგელი წარწერით – “ერის გადაგვარებისა და გაღატაკებისთვის” დავუტოვეთ ანა ნაცვლიშვილს და ლელოს ლიდერებს, მიუღებელია მათი მოსაზრებები და ამგვარად გავაპროტესტეთ მათი ქმედებები, – განაცხადეს მარშის წევრებმა.