საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სექსუალური ძალადობის მიმართ “ნულოვანი ტოლერანტობა უნდა გქონდეს”. ამის შესახებ აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დაუშვებელია სექსუალური ექსპლუატაცია, შეურაცხყოფა და ძალადობა:
“როგორც ლიდერების წრის წევრი, ვალდებული ვარ მხარი დავუჭირო გაეროს ძალისხმევას”, – აცხადებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილი, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელმძღვანელობის წევრი, გაეროს გენერალური მდივნის, ანტინიო გუტერეშის მიერ #HonouringOurValues კამპანიაში მონაწილეობს. ამასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა სექსუალური ძალადობის დასრულებასა და ამის წინააღმდეგ კამპანიას მხარდაჭერა გამოუცხადა.