ლაშა გურული პარიზის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორია. ქართველმა მოკრივემ 63 კილოგრამ წონით კატეგორიის ნახევარფინალში იასპარეზა და კუბელ მებრძოლთან დამარცხდა.
ეს არის მესამე შემთხვევა, როდესაც საქართველოს სახელით მოკრივემ ოლიმპიური მედალი მოიგო. ბოლოს, 2000 წელს სიდნეის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი ვლადიმერ ჭანტურიამ მოიპოვა.
ლაშა გურულის განცხადებით, ბედნიერია, რომ ნახევარფინალში ასპარეზობა შეძლო.
“დავმარცხდი კუბელ სპორტსმენთან ნახევარფინალში. საერთო ჯამში, მაინც ბედნიერი ვარ იმით, რომ შევძელი და ჩვენი ერი, გულშემატკივარი გავახარე. 24 წლის შემდეგ 5 ოლიმპიური თამაშები გავიდა, სადაც კრივმა მედალი ვერ მოიპოვა და დღეს საქართველოს კრივს, ოლიმპიურ თამაშებში, ნახევარფინალში მებრძოლი ჰყავდა. მიხარია, რომ შევძელი ნახევარფინალში ასპარეზობა. ჩემის სურვილი იქნება, მომავალში კიდევ გავაუმჯობესო”, – განაცხადა ლაშა გურულმა










