LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რაჭაში, სტიქიის ზონაში კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს

სად გვაქვს საქართველოში ადრეული შეტყობინებისა და განგაშის სისტემები

დაპოსტა 2023/09/14-ში
A A
72
ნახვა
გაზიარება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ადრეული (წინასწარი) შეტყობინების სისტემა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს, რომლის გაუმჯობესების სამუშაოებიც მიმდინარეობს, განგაშის სისტემა კი კვლავ მხოლოდ მყინვარ დევდორაკის ხეობაშია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ადრეული (წინასწარი) შეტყობინების სისტემის საშუალებით მხოლოდ ძლიერი ნალექების, წყალდიდობა-წყალმოვარდნების, სეტყვის, თოვლის ზვავის, ძლიერი ქარის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაა შესაძლებელი. რაც შეეხება სწრაფადგანვითარებად სტიქიურ მოვლენებს, როგორებიცაა კლდეზვავი, მყინვარული ზვავი, მეწყერი და ა.შ. ასეთი სახის ადრეული შეტყობინებების მომზადება შეუძლებელია და ამ ტიპის მოვლენებისგან რისკების, განსაკუთრებით ადამიანთა მსხვერპლის თავიდან აცილება/შერბილება მხოლოდ განგაშის სისტემებით არის შესაძლებელი.

„ადრეული (წინასწარი) შეტყობინების სისტემა გულისხმობს მოსალოდნელი სტიქიის შესახებ ზემოკლე (რამდენიმე საათი), მოკლე (1 დღე-ღამე), საშუალო (3 დღე-ღამე) ან გრძელვადიანი (3 დღე-ღამეზე მეტი) წინსწრებით გაფრთხილებების გაცემას. ადრეული შეტყობინება წარმოადგენს მეცნიერულად დასაბუთებულ ვარაუდს, რომელიც ეყრდნობა სხვადასხვა სახის ინფორმაციულ პროდუქტების და მონაცემების, მაგალითად: ამინდის პროგნოზების რიცხვითი მოდელების, სინოპტიკური რუკების, ჰიდროლოგიური მოდელების, სატელიტური, რადარული და სხვა სახის დაკვირვების მონაცემების ანალიზს. ამ ტიპის შეტყობინებების გავრცელება საკმაოდ ეფექტურია ისეთი სტიქიური მოვლენების მიმართ, როგორებიცაა ძლიერი ნალექი, წყალდიდობა-წყალმოვარდნები, სეტყვა, თოვლის ზვავი, ძლიერი ქარი, გვალვა, ატმოსფერული ჰაერის ექსტრემალურად მაღალი ან დაბალი ტემპერატურები და სხვა. დღეისთვის, ასეთი სახის ადრეული შეტყობინებების მომზადება შეუძლებელია ისეთი სწრაფადგანვითარებადი სტიქიური მოვლენების მიმართ, როგორებიცაა კლდეზვავი, მყინვარული ზვავი, მეწყერი და მათთან დაკავშირებული ღვარცოფი. ამ ტიპის მოვლენებისგან რისკების, განსაკუთრებით ადამიანთა მსხვერპლის თავიდან აცილება/შერბილება მხოლოდ განგაშის სისტემებით არის შესაძლებელი, რომლებიც სტიქიის დაწყების შემდეგ რეაგირებენ და რისკის ქვეშ არსებულ ობიექტებზე ავტომატურად, ხმოვან სიგნალებს გამოსცემენ. საქართველოში, გარემოს ეროვნულ სააგენტოში, ქვეყნის მთელი ტერიტორიისთვის, ფუნქციონირებს ადრეული (წინასწარი) შეტყობინების სისტემა და ამჟამად მიმდინარეობს ამ სისტემის არსებითად გაუმჯობესების სამუშაოები. რაც შეეხება განგაშის სისტემას, საქართველოში დანერგილია მხოლოდ მყინვარ დევდორაკის ხეობაში, რომელიც დამონტაჟებულია შვეიცარიული კომპანიის მიერ“, – განაცხადეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

გაზიარება29

დაკავშირებული -პოსტები

კლინიკის დაცვის თანამშრომელი სცემეს

by მეგა TV
აპრილი 12, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

მარნეულში კლინიკის დაცვის თანამშრომელი სცემეს - 63 წლის ალადინ ყარეზადე კომაში იმყოფება. შემთხვევა 11 აპრილს, საღამოს საათებში მოხდა. დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა - მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად თბილისში, რეანიმაციულ...

დაწვრილებითDetails

დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

by მეგა TV
აპრილი 12, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

ქობულეთში დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „აჭარა თაიმსი" ავრცელებს. მათივე ცნობით, დაღუპული 35 წლამდე ასაკის კაცია, რომელიც ქობულეთის ერთ-ერთ გარეუბანში სათევზაოდ იმყოფებოდა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე...

დაწვრილებითDetails

4 წლის ბავშვს ხურდა ფული გადასცდა

by მეგა TV
აპრილი 12, 2026
0
AMBULANCE – რატომ აწერიათ სასწრაფო დახმარების ავტომობილებს წარწერა უკუღმა?
მთავარი

  არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი გალის სასწრაფოს ბრიგადამ ენგურის ცენტრალურ ხიდამდე გადმოიყვანა, საიდანაც ბავშვი, თავდაპირველად, ზუგდიდის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. თუმცა, მდგომარეობის სიმძიმის გამო, ბავშვი ბათუმის კლინიკაში წუხელვე გადაიყვანეს..   ამ...

დაწვრილებითDetails

12 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
აპრილი 12, 2026
0
რა შეიძლება გამოიწვიოს ზამთარში ქუდის გარეშე სიარულმა – ექიმი განმარტავს
ამინდი

თორმეტ აპრილს საქართველოში იქნება ცვალებადი ამინდი. ზოგ რეგიონში წვიმა და ქარი.   ყველაზე მაღალი ტემპერატურა, +23 გრადუსი, ქუთაისში და ბაკურიანში დაფიქსირდება. ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა , +2 გრადუსი, გუდაურშია მოსალოდნელი....

დაწვრილებითDetails

გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასი შემცირდა – როგორია ფასები საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 11, 2026
0
ბათუმში მამაკაცს ცეცხლი წაეკიდა
მთავარი

გლობალურ ბირჟებზე ნედლი ნავთობის ფასი შემცირდა. პარასკევს, ბოლო ვაჭრობის შედეგად, მსოფლიო ბაზრებზე Brent-ის ტიპის საწვავის საორიენტაციო ფასი ბარელზე 95.20 დოლარით (-0.75%) განისაზღვრა, ამერიკული WTI ნედლი ნავთობის ღირებულება კი 96.57 დოლარია...

დაწვრილებითDetails

საქართველოს ფქვილის იმპორტი 68%-ით გაუძვირდა

by მეგა TV
აპრილი 11, 2026
0
საქართველოს ფქვილის იმპორტი 68%-ით გაუძვირდა
მთავარი

2026 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოს ფქვილის იმპორტი 68.2%-ით გაუძვირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მოცემულ საანგარიშო პერიოდში, ქვეყანაში 1.331 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 2 761 ტონა ფქვილის იმპორტი განხორციელდა, 2025 წლის...

დაწვრილებითDetails

რა ღირს გრამი ოქრო საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 11, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი შემცირდა. ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 748 დოლარი განისაზღვრა, რაც ერთ დღეში ფასის 44 დოლარით კლებაზე მიუთითებს. ამასთანავე, Gold Price-ის მონაცემები აჩვენებს,...

დაწვრილებითDetails

რა ლოცვა იკითხება აღდგომიდან ამაღლებამდე

by მეგა TV
აპრილი 11, 2026
0
ლოცვა, რომელიც შობის ღამეს უნდა წაიკითხოთ
მთავარი

ბრწყინ­ვა­ლე შვი­დე­ულ­ში არ იკი­თხე­ბა ფსალ­მუ­ნე­ბი, პა­რაკ­ლი­სე­ბი, და­უჯ­დო­მე­ლი ლოც­ვე­ბი, ხოლო დილა-სა­ღა­მოს ლოც­ვე­ბის ნაც­ვლად იკი­თხე­ბა პა­ს­ე­ქის ჟამ­ნი. პა­რაკ­ლი­სე­ბი­სა და და­უჯ­დომ­ლე­ბის წა­კი­თხვის მსურ­ველთ შე­უძ­ლი­ათ წა­ი­კი­თხონ "პა­რაკ­ლი­სი აღ­დგო­მი­დან და­წყე­ბუ­ლი თო­მას კვი­რი­ა­კემ­დის, ანუ – ბრწყინ­ვა­ლე...

დაწვრილებითDetails

ლოცვა,რომელიც აღდგომას იკითხება

by მეგა TV
აპრილი 11, 2026
0
რა უნდა გააკეთოთ შობის დღესასწაულზე, ოჯახში კეთილდღეობა რომ დაგებედოთ
მთავარი

სანთელი დაანთეთ და ეს ლოცვა წარმოთქვით "ანგელოზი ღაღადებს, მიმადლებულო წმიდაო ქალწულო, გიხაროდენ და კუალად გიხაროდენ. ძეჲ შენი აღსდგა მესამესა დღესა საფლავით და მკუდარნი აღადგინა, ერნო, გიხაროდენ. განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ,...

დაწვრილებითDetails

მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

by მეგა TV
აპრილი 11, 2026
0
მართლმადიდებლები დღეს მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლას ელოდებიან
მთავარი

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად, III საუკუნეში გადმოვიდა.

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"