საბერძნეთში დაკარგული 32 წლის სალომე გოგინაშვილი იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია AMBEBI.GE-ს დაკარგულის ახლობელმა დაუდასტურა.
მისივე თქმით, გოგინაშვილი შოკურ მდგომარეობაში იპოვეს და კითხვებზე მხოლოდ იმას პასუხობდა, რომ სალომე ჰქვია.
გოგონა ათენის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც ტელევიზიას შეატყობინეს დაკარგულის პოვნის თაობაზე, ოჯახში კი სწორედ ტელევიზიიდან დარეკეს და სალომე გოგინაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ აცნობეს. დედამ უკვე მოინახულა დაკარგული შვილი.