ქალაქ ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე გასამართი გალა-კონცერტისთვის საკონცერტო სცენით, გახმოვანების აპარატურით და სასცენო განათებით მომსახურების სახელმწიფო ტენდერი (NAT190022613) გამოაცხადა. მისი ღირებულება 25 000 ლარია.
ტენდერის მიხედვით „მიმწოდებელი“ ვალდებულია უზრუნველყოს ქალაქ ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე გასამართი გალა-კონცერტისთვის (კონცერტის ხანგძლივობა არანაკლებ 120 წუთი) საკონცერტო სცენით, გახმოვანების აპარატურით და სასცენო განათებით მომსახურება.
უზრუნველყოს სცენის, გახმოვანების აპარატურის და სასცენო განათების მონტაჟი „შემსყიდველი“-ს მიერ მითითებულ ადგილზე და ღონისძიების დასრულების შემდეგ კი დემონტაჟი, ხმის რეჟისორის, განათების რეჟისორის მომსახურება და სცენის, ხმის სისტემის, განათების და ტექნიკური პერსონალის ტრანსპორტირება.
ტენდერი 27 ნოემბერს გამოცხადდა და წინადადებების მირება 9 დეკემბერს დასრულდება.
რა ღონისძიებებია დაგეგმილი და რამდენ ლარს დახარჯვას ქუთაისის მერია საახალწლოდ