დეკანოზი შალვა კეკელია ფიქრობს, რომ კომენდანტის საათის პირობებში სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრება შესაძლებელია. მისი თქმით, მრევლს შეუძლია ეკლესიში 21:00-საათამდე მისვლა და 06:00 საათის შემდეგ სახლში წასვლა.
„მივლენ ეკლესიაში, გადანაწილდებიან, ტაძარში იქნება მონიშნული ადგილები და დილის ექვსის მერე წავლენ სახლში. პატრიარქმა და ეკლესიამ კიდევ დაადასტურეს, რომ იმ ღირებულებებს, რომლებიც ქრისტიანისთვის უმთავრესია, არ უღალატებენ. უწმინდესმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმაზე რომ აუცილებელია დისტანციის დაცვა“, – აღნიშნა დეკანოზმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრისას.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 130 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 26 ადამიანი უკვე განიკურნა.