საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის ინიციატივითა და ორგანიზებით, რუსული ოკუპაციისადმი მოძღვნილი ფართომასშტაბიანი კამპანია -„რუსული ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე“ – მოძრავი გამოფენის სახით ქუთაისს ეწვია. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 20 საუკეთესო ფოტოპოსტერი, რომელიც ოკუპაციისადმი მიძღვნილი კონკურსის ფარგლებში, ორგანიზაციამ ელექტრონული ფოსტით, სხვადასხვა ქალაქებიდან, მხატვარ-დიზაინერების მიერ გამოგზავნილი, 130-ზე მეტი ნამუშევრიდან შეარჩია.
აღსანიშნავია რომ გამოფენაზე სპეციალურად განთავსებულ ბანერზე ყველა მსურველს ქონდა შესაძლებლობა საკუთარი შთაბეჯდილება დაეწერა. საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მავნე გავლენების წინააღმდეგ ბრძოლაა. ამ მიზნით, გასულ წელს ინსტიტუტის ინიციატივითა და ორგანიზებით, დოკუმენტური ფილმი „ცხინვალი 1920“ გადაიღეს. ფილმი,კრემლის მიერ ისტორიის ფალსიფიცირების მცდელობაზე, ისტორიული დოკუმენტებითა და წყაროებით გამყარებული პასუხია. რუსული ოკუპაციისადმი მიძღვნილი კამპანია, მოძრავი ფოტოგამოფენის სახით, 2021 წლის 7 აგვისტოს , თბილისში დასკვნითი ღონისძიებით დასრულდება. მსგავსი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი მომავალშიც აპირებს.








