LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება

რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და სააკაშვილის, მისი რეჟიმის და „ნაცმოძრაობის“ ღალატი ვერანაირად ვერ გადაფარავს ამ დანაშაულს, ეს იყო დანაშაული ჩვენი სახელმწიფოს წინაშე – ირაკლი კობახიძე

დაპოსტა 2026/08/08-ში
A A
14
ნახვა
გაზიარება

ჩვენ ომის დაწყებაში ვადანაშაულებთ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს. მოღალატე მთავარსარდალი ჰყავდა მაშინ ფორმალურად ამ ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება რუსეთს, კობახიძის განცხადებით, რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და „რა თქმა უნდა, სააკაშვილის, მისი რეჟიმის და „ნაცმოძრაობის“ ღალატი ვერანაირად ვერ გადაფარავს ამ დანაშაულს“.

„ქართული მხარე დაადანაშაულა ომის დაწყებაში თქვენმა პარტიამ, თქვენმა რეჟიმმა, როდესაც ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას. ჩვენ ომის დაწყებაში ვადანაშაულებთ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს. მოღალატე მთავარსარდალი ჰყავდა მაშინ ფორმალურად ამ ქვეყანას. ჩვენი გმირები შეეწირნენ სწორედ იმას, რომ ჩვენი ე.წ. მთავარსარდალი იყო მოღალატე, უცხოელი აგენტი, რომელიც მოქმედებდა უცხო ძალების დაკვეთით. ეს არის რეალობა.

რაც შეეხება რუსეთს, რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და რა თქმა უნდა, სააკაშვილის, მისი რეჟიმის და „ნაცმოძრაობის“ ღალატი ვერანაირად ვერ გადაფარავს ამ დანაშაულს. ეს იყო დანაშაული ჩვენი სახელმწიფოს, ქვეყნის წინაშე, ჩვენი ხალხის, ჩვენი ჯარისკაცების წინაშე. ოკუპაცია არის, რა თქმა უნდა, დანაშაული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სააკაშვილის და მისი რეჟიმის ღალატი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაფარავს ოკუპაციას, იმიტომ, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელა რუსეთის ფედერაციამ, რაც შემდგარი ფაქტია.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ერთ მხარეს იყო სააკაშვილის და მისი რეჟიმის ღალატი, მეორე მხარეს იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან. მთავარია, რომ ჩვენ ორივე ფაქტს მივცეთ სათანადო შეფასება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სააკაშვილის რეჟიმის მიერ ომის დაწყებას მოჰყვა კონკრეტული გაგრძელება.

„გაგრძელება იყო ოკუპაცია და გაგრძელება იყო ე.წ. აღიარება. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ სააკაშვილი, ეს სისხლიანი, ბინძური უცხოელი აგენტი და საქართველო იყოს ერთი და იგივე.

როდესაც საუბარია ხელისუფლების აღიარებაზე, საქართველოში შედგა სამართლიანი არჩევნები და სამართლიან არჩევნებს და ხალხის ნებას ყველა უნდა შეეგუოს. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც განსაზღვრა მოვლენების ისე განვითარება, როგორც განვითარდა, იყო ის, რომ მიხეილ საკააშვილმა გააყალბა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები.

მიხეილ სააკაშვილი იყო გაყალბებით თავზე დასმული უცხოელი აგენტი. თქვენ ამოიღეთ მარტო მარნეულის შედეგები, სადაც შავით თეთრზე ჩანს, ანალიზიც არ უნდა. მე განახებთ რასაც ნახავთ 2008 წლის შედეგებში და თქვენ მანახეთ რა იქნება 2024 წლის შედეგებში. მარტო ერთ მაგალითს გეუბნებით, საიდანაც ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ ტოტალურად გაყალბდა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, დაგვისვეს თავზე უცხოელი აგენტი და ამ უცხოელმა აგენტმა შემდეგ შეასრულა დავალება, მან და მისმა სისხლიანმა რეჟიმმა დაიწყო ომი და ამას მოჰყვა შესაბამისი ძალიან მძიმე გაგრძელება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, კობახიძის განცხადებით, ევროსაბჭოს რეზოლუციაში ასეთი რაღაც წერია, რომ კონფლიქტი ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში გადავიდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ცხინვალის დაბომბვის შემდეგ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები ნიშნავს ომს.

„რეზოლუციაში სააკაშვილის რეჟიმი არ წერია სამწუხაროდ, ქართული მხარე წერია, მაგრამ მე სხვანაირად ვციტირებ – მანამდე ეს წერია, ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში კონფლიქტი გადავიდა. ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები ნიშნავს ომს – კონფლიქტი ომში გადაიზარდა ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი და ეს წერია სიტყვასიტყვით ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რასაც სამარცხვინოდ ხელი მოაწერეს. მერე სხვა სიტყვებიც წერია, საუბარია იქ რუსეთის პასუხზე. ცხინვალის დაბომბვას მოჰყვა რუსეთის პასუხი და ამას ხელი მოაწერეს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება6

დაკავშირებული -პოსტები

8 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი   აქტიური დღე გელით. შესაძლოა, მოულოდნელად ახალი საქმე ან შესაძლებლობა გამოჩნდეს. გადაწყვეტილების მიღებისას აჩქარებას მოერიდეთ.   კურო   ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე დაგჭირდებათ. კარგი დღეა ხარჯების გადასახედად. პირად ურთიერთობებში...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.   სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ასპინძა, სოფელი ბალანთა იყო.   მიწისძვრის სიმძლავრემ 4.0 მაგნიტუდა (ML) შეადგინა.

დაწვრილებითDetails

8 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 8, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიიდან მოქმედი შედარებით ცივი მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და...

დაწვრილებითDetails

დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა – თურქეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა – თურქეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
მთავარი

თურქეთის ქალაქ იზმირში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. 53 წლის გია ელიაშვილი, წარმოშობით სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორიდან იყო. ის თურქეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. ოჯახის ახლობლებმა გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან” უთხრეს, რომ მამაკაცს...

დაწვრილებითDetails

27 წლის ქართველი, ბრიტანეთში, მაღაზიების გაქურდვისთვის დააპატიმრეს – რას წერს ბრიტანული მედია

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
27 წლის ქართველი, ბრიტანეთში, მაღაზიების გაქურდვისთვის დააპატიმრეს – რას წერს ბრიტანული მედია
მთავარი

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, Currys-ის ელექტრო­ტექ­ნი­კის მა­ღა­ზი­ე­ბი­დან ნივ­თე­ბის მო­პარ­ვის­თვის, 27 წლის ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი, ილია პა­ჭ­კო­რია, და­ა­კა­ვეს. სა­სა­მარ­თლომ ის 8 ქურ­დო­ბა­ში ცნო დამ­ნა­შა­ვედ და 20 თვით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. ბრი­ტა­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ჭ­კო­რია10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა...

დაწვრილებითDetails

რა უნდა იცოდნენ ზოდიაქოს ნიშნებმა მომდევნო დღეებზე

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

როგორ დავგეგმოთ უახლოესი დღეები? - ამის შესახებ ასტროლოგი რამაზ გიგაური წერს და რჩევებს გვიზიარებს. „როგორ დავგეგმოთ უახლოესი დღეები? 7, 8 და 9 სექტემბერი - მოქმედების დროა: დღეს მთვარე კირჩხიბშია, ხვალ...

დაწვრილებითDetails

ბევრჯერ გადატრიალებული მანქანის ფანჯრიდან ცოცხალი რომ ამოვედი – რას წერს მძიმე ავარიას გადარჩენილი ქალი

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
ბევრჯერ გადატრიალებული მანქანის ფანჯრიდან ცოცხალი რომ ამოვედი – რას წერს მძიმე ავარიას გადარჩენილი ქალი
მთავარი

თუშეთიში, ავარიის შემდეგ გადარჩენილი მგზავრი, ტასო მოდებაძე: ბევრჯერ გადატრიალებული მანქანის ფანჯრიდან ცოცხალი რომ ამოვედი, პირველად მაშინ გავიაზრე, რომ ჩემს თავს სასწაული მოხდა. მეორედ კი მაშინ, როცა ელე ვიპოვნეთ თითქმის უგონო...

დაწვრილებითDetails

კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა
მთავარი

დღეს, 7 სექტემბერს, კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. კურორტთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია. კურორტზე მყოფი მოქალაქეების თქმით, მეწყერი დილის საათებში ჩამოწვა კურორტზე ასასვლელი გზის დაახლოებით შუა ნაწილში. ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო...

დაწვრილებითDetails

გორდში დათვი მოსახლის ეზოში შევიდა და მოსავალი გაანადგურა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
გორდში დათვი მოსახლის ეზოში შევიდა და მოსავალი გაანადგურა
მთავარი

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში დათვი მოსახლის ეზოში შევიდა და მოსავალი გაანადგურა. როგორც ადგილობრივები "მეგა ტვ"-თან ამბობენ, გორდის დასახლებულ უბანში, დათვი ასე ახლოს პირველად გამოჩნდა და შემოსავალი გაუნადგურა. "სოფელში გარეული ცხოველებისგან...

დაწვრილებითDetails

დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, არავითარი – არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა, არის ტყუილი სპეკულაციები, რაც მარტივად გამომჟღავნდა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დავიცავთ და გავუფრთხილდებით – ირაკლი კობახიძე
მთავარი

დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, არავითარი - არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა და საერთოდ არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით რაიმე ხელშესახები პროგრესი, აქედან გამომდინარე, არის მარტივი, ტყუილი სპეკულაციები,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"