რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 225 ბავშვია დაღუპული, 413-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში – 139, კიევის ოლქში – 116, ხარკოვის ოლქში – 98, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ხერსონის ოლქში – 46, მიკოლაევის ოლქში – 44, ლუგანსკის ოლქში – 42, ზაპოროჟიეს ოლქში – 28, სუმის ოლქში – 17, დედაქალაქში – 16, ჟიტომირის ოლქში – 15.
რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 635 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 126 მთლიანად განადგურებულია.
მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებული