რომის პაპი ფრანცისკე საერთაშორისო საზოგადოებას პანდემიით დაზარალებული ღარიბი ქვეყნებისთვის ვალის ჩამოწერისკენ მოუწოდებს.
აღნიშნული განცხადება ვატიკანის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
პაპის თქმით, პანდემიის დროს მთელი მსოფლიო იტანჯება, განსაკუთრებით კი ის ქვეყნები, სადაც კორონავირუსის გავრცელებამდეც საკმაოდ მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემები იყო.
პაპმა ფრანცისკემ საზოგადოებას მოუწოდა ერთმანეთის მიმართ უფრო მეტი სოლიდარობა და თანადგომა გამოიჩინონ.