“ხელოვნური სუნთქვის აპარატი CPAP (Continuous Positive Airway Pressure) – დღეს სერიოზულ.
პრობლემას წარმოადგენს მთელ მსოფლიოში. მოთხოვნა მიწოდების უსერიოზულესი დეფიციტის გამო, აშშ-ის პრეზიდენტი იძულებული გახდა საგანგებო თხოვნით მიემართა კომპანია ჯენერალ მოტორსისთვის – სასწრაფოდ დაეწყოთ CPAP აპარატების წარმოება.
მათი უმრავლესობა 850 – 3000 აშშ დოლარის ფასებში მერყეობს (მაგ. სურათზე წარმოდგენილი აპარეტების ფასი 3500$).
თუ პანდემიური სიტუაციებისთვის, მხოლოდ ძირითადი ფუნქციით ვიხელმძღვანელებთ, ანუ თუ აპარატი შეძლებს უზრუნველყოს წნევის სტაბილური მიწოდება, ჰაერის მოცულობა რეგულირება 0.3 – 0.9 ლიტრის ფარგლებში და ასევე სუნთქვის სიხშირის გლუვად რეგულირდებას, ჰქონდეს ჰაერის ფილტრი, ორთქლის საწრეტი და დამატებითი საჭიროებისათვის ჟანგბადის არხთან მიერთების შლიუზი, ხოლო დამატებით, შეიძლება აღიჭურვოს აკუმულირების ბლოკით ავტონომიური მუშაობის უზრუნველსაყოფად (3-4 საათი განმავლობაში), საკმარისია სულ რაღაც 1 თვე სერიული წარმოებისთვის.
თვითღირებულება არ გადასცდება 400$ ზედა ზღვარს.
მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ჩვენი საჭიროების გარდა, საექსპორტო პროდუქციაა და ამ ფასებში, სავსებით კონკურენტუნარიანი, ვფიქრობ „ჩიტი ბდღვნად ღირს“.
ის გარემოებაც ალბათ საგულისხმოა, რომ კაცმა არ იცის კიდევ როდის შეიძლება განმეორებით აფეთქდეს COVID 19 ან მსგავსი კიდევ სხვა პანდემია.
ბევრი დრო მქონდა ასეთი აპარატის მოსაფიქრებლად და შემიძლია პასუხისმგებლობა ავიღო, რომ გუნდური მუშაობის პირობებში, ასეთი ქართული აპარატის სერიული წარმოების 1 თვეშია შესაძლებელი. პირველ ეტაპზე მაკომპლექტებლების თურქეთიდან ან სხვა ქვეყნიდან იმპორტით, მეორე ეტაპზე კი სრულად ადგილზე წარმოებული დეტალებით.” – წერს თემურ მაისურაძე.