საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ “ფეისბუქის” გვერდზე ვრცელდება ფოტოები, რომელზეც ასახულია, როგორ დაილოცა თბილისი იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატით მეუფე იაკობმა.
“დღეს, 26 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატით ვერტმფრენით შემოუფრინა თბილისს და დალოცა ქალაქი.ახლო მომავალში დაგეგმილია უფრო მასშტაბური ლოცვითი შემოვლა საქართველოს საზღვრებზე” – ნათქვამია ინფორმაციაში.