ნიკა გვარამია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მოჭიდავე გენო პეტრიაშვილის გამოსვლას ეხმაურება.
“მაინც, რა ძვირფასი ხალხია სპორტსმენები და რამდენი სიხარული და გულშემატკივრობა მოაქვთ, როგორ გვაერთიანებენ ყველას (სანამ პოლიტიკაში წავლენ).
გენო პეტრიაშვილის ბოლო წამებზე ისე ვინერვიულე, მგონი მთელი ცხრაწლიანი დევნის განმავლობაში ერთად არ მინერვიულია ამდენი. წაგებაზე არაფერს ვიტყვი საერთოდ. სიკვდილის ტოლფასი უბედურება”, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა ტოკიო 2020-ზე მერვე მედალი მოუტანა საქართველოს. მან ვერცხლის მედალი მოიპოვა.