ადგილობრივები ყვებიან , რომ 6 წლის დი წუხელ მდინარე ცხენისწყალის მიმდებარედ გაუჩინარდა და სამძებრო სამუშაოებში სამაშველო სამსახური ჩაერთო. 5 საათიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა ბავშვი იპოვეს.
როგორც ბავშვის ნაამბობიდან გაირკვა,პატარა დანიელმა იყოჩაღა. წყალში ჩავარდნის შემდეგ ხის კუნძს მოეჭიდა და გარკვეული დრო წყალში ტივტივებდა, მოგვიანებით კი, მდინარის ტალღებმა ნაპირზე, 500 მეტრის დაშორებით გარიყა.
ადგილობრივების თქმით, მათ ძალიან გაუმართლა, რადგან ცხენისწყალი მშვიდი იყო და ბავშვი ძლიემა ტალღებმა არ გაიტაცა.