რუსთავში პოლიციის თანამშრომლებმა 21 წლის გოგონა გადაარჩინეს. „ინფო რუსთავის” ინფორმაციით, გოგონა სუიციდის მიზნით, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი მთავარი ხიდიდან მდინარე მტკვარში გადახტომას ცდილობდა.
ასევე თვითმხილველის ინფორმაციით, ახალგაზრდა შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ხიდიდან გადმოყვანის შემდეგ გონება დაკარგა. მას სასწრაფო დახმარების ჯგუფმა შესაბამისი დახმარება აღმოუჩინა.
https://www.youtube.com/watch?v=MD7BN5Hfpaw










