ქუთაისში, ხარაზოვის სკვერში შადრევნის რეაბილიტაცია იწყება. სამუშაოებისთვის მერიამ 354 589 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ღია შადრევნის ნაცვლად, ადგილზე დინამიკური, პროგრამირებადი შადრევნი მოეწყობა.
სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების დადებიდან 60 კალენდარული დღეა.
როგორც წინა წელს მერიაში განმარტავდნენ, ადგილზე მშრალი შადრევანი მოეწყობა, რომელიც ბაღში მყოფ ბავშვებს რაიმე სახის დაზიანებისგან დაიცავს. შადრევანი იქნება მუსიკალური.
ხარაზოვის ბაღის რეაბილიტაციაზე საუბარი 2012 წელს დაიწყო. თეატრის მშენებლობისთვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 600 000 ლარი გამოყო. შენობის რეაბილიტაცია 2014 წელს დაიწყო. ამასთან 128 ათასი ლარი “ხარაზოვის ბაღის” კეთილმოწყობისთვის ქუთაისის ბიუჯეტში 2013 წელსაც განისაზღვრა.
2017 წელს კვლავ გამოცხადდა ტენდერი ბაღის რეკონსტრუქციაზე, თუმცა შადრევნის რეაბილიტაცია ვერ მოხდა.