ქუთაისში, ბალხვანში მდებარე 100 საფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისთის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით ტენდერი (N90020101)გამოცხადდა.
ტენდერის სავარაუდო ღირებულება 15 000 ლარით გაიზარდა და 30 000 ათას ლარი შეადგინა.
მსგავსი ტენდერი ქუთაისის მერიამ რამდენიმე თვის წინაც გამოაცხადა, თუმცა მასზე არც ერთი განცხადება არ გაკეთებულა.
მიმდინარე ტენდერი 21 ოქტომბერს გამოცხადდა, წინადადების მიღება 29 ოქტომბერს დაიწყება და 1 ნოემბერს დასრულდება.
პროექტის მიხედვით 100 კიბეთან აღმაშენებლის გამზირის მხრიდან მარტივი ტიპის შადრევანი და ველოსადგომები უნდა მოეწყოს. კიბის ტერიტორიაზე უსადენო ინტერნეტის მიწოდების აპარატურა და მობილურის დასამუხტი ბატარეები უნდა განთავსდეს.
ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია რამდენიმე წელია იგეგმება. როგორც ცნობილია ტერიტორიის ნაწილი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, რაც სამუშაოების შეფერხებებას იწვევს.