LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რიკოთის საუღელტეხილო გზის ერთ-ერთი მონაკვეთის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდება

რიკოთის საუღელტეხილო გზის ბოლო მონაკვეთის მშენებლობაზე ხელშეკრულება გააფორმა

დაპოსტა 2020/01/16-ში
A A
193
ნახვა
გაზიარება

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რიკოთის საუღელტეხილო გზის ბოლო, მეოთხე, მონაკვეთის მშენებლობაზე ხელშეკრულება გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ხელშეკრულება გაფორმდა შორაპანი-არგვეთას (F4) მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ ერთობლივ საწარმოსთან “Guizhou Highway Engineering Group” და “China National Technical Import and Export Corporation“.

„ხელშეკრულებას ხელი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, Guizhou Highway Engineering Group-ის გენერალური მენეჯერის მოადგილემ მუ ჟინვეიმ და China National Technical Import and Export Corporation-ის მარკეტინგის დეპარტამენტის გენერალური მენეჯერის მოადგილემ იანგ ბინგმა მოაწერეს.

რიკოთის საუღელტეხილო გზის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობას 582,777,310 ლარით აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. ამ მონაკვეთზე აშენდება 14.7 კმ. ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი გზა, 14 ხიდი და 12 გვირაბი. სამუშაოების დასრულებას 3 წელი დასჭირდება. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის 14.7კმ-იანი გზა ავტოტრანსპორტს გაუადვილებს მთაგორიან მონაკვეთებში, ხევებსა და მდინარეებზე გადაადგილებას. ამჟამად რიკოთის საუღელტეხილო გზის ორ მონაკვეთზე სამშენებლო სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო ერთ მონაკვეთზე დაწყებულია სამობილიზაციო სმაუშაოები.

რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის საგზაო ქსელის განვითარებისა და მისი თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით.

საბოლოო ჯამში, რიკოთის საუღელტეხილო გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მანძილს 30 კილომეტრით შეამცირებს, ხოლო წითელი ხიდიდან-სარფამდე მგზავრობის დრო განახევრდება და ამ მანძილის დაფარვას 8 საათის ნაცვლად 4-4.5 საათი დასჭირდება.

ტენდერში გამარჯვებული ერთობლივი საწარმოს შემადგენელი კომპანია GHEC-ი 1958 წელს დაფუძნდა და მას 61 წლიანი გამოცდილება აქვს გზების, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობაში. ბოლო წლებში GHEC-იმ 6,000-ზე მეტი კილომეტრის გზა, 1,200 ხიდი და გვირაბი ააშენა. კომპანიას ხიდებისა და გვირაბების მთიან რაიონებში მშენებლობის დიდი გამოცდილება აქვს. სწორედ GHEC-ის მიერაა აშენებული მსოფლიოში ყველაზე მაღალი – ბეიპანცზიანის ხიდი, ხოლო China National Technical Import and Export Corporation (CNTIC) დაფუძნდა 1952 წელს. მან 65 წელზე მეტი ხნის განმავლობაში 7,000-ზე მეტი პროექტისთვის, შეასრულა საკვანძო ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობების იმპორტი,”-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თეგები: რიკოთირიკოთის უღელტეხილი
გაზიარება83

დაკავშირებული -პოსტები

უდიდესი ტკივილი მოგვაყენა – ქუთაისის 37-ე საჯარო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
ხონში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

"სსიპ ქალაქ ქუთაისის N37 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები, თანამშრომლები და მოსწავლეები ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულის, დავით კიკვაძის, გარდაცვალების გამო. დავითის გარდაცვალებამ უდიდესი ტკივილი მოგვაყენა. იგი ყოველთვის დარჩება ჩვენი...

დაწვრილებითDetails

ყვიროდნენ, პულსი არ ესინჯებაო, ოთხი შვილის მამა დაიღუპა – ცნობილია ბათუმში დაღუპული კაცის ვინაობა

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
ყვიროდნენ, პულსი არ ესინჯებაო, ოთხი შვილის მამა დაიღუპა – ცნობილია ბათუმში დაღუპული კაცის ვინაობა
მთავარი

“ოთხი შვილის მამა დაიღუპა… ყვიროდნენ, პულსი არ ესინჯებაო” – ბათუმში ავარიას  39 წლის ლევან ლორთქიფანიძე ემსხვერპლა. ის ოჯახთან ერთად ხელვაჩაურში ცხოვრობდა. რა გახდა ავარიის მიზეზი, ამას სამართალდამცავები დაადგენენ. “ძალიან მძიმე...

დაწვრილებითDetails

ფოთში რესტორანს „ჯარგვალი“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
ფოთში რესტორანს „ჯარგვალი“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა
მთავარი

სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს კვების ობიექტი შპს ,,ჯარგვალი 2026“ (მის: ფოთი, გურიის ქუჩა N220). ინსპექტირებისას ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები-არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა....

დაწვრილებითDetails

ეს ვითომ ჩემი შეყვარებული აგრესიული გახდა, კურსში იყო პატრულის თანამშრომელიც – რას ყვება თაღლითობის მსხვერპლი ქუთაისელი ქალი

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ქუთაისში მცხოვრები ქალი ამტკიცებს, რომ პატრულის მოქმედი თანამშრომლისა და მისი მეგობრის თაღლითობის მსხვერპლი გახდა. დაზარალებული  "ინფო იმერეთთან“ ჰყვება, რომ სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო მამაკაცი, რომელიც მას ბიზნესმენად გაეცნო. შეხვედრებს კი სისტემატურად...

დაწვრილებითDetails

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას ხსენების დღეს აღნიშნავს

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას ხსენების დღეს აღნიშნავს
მთავარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას ხსენების დღეს 28 ივლისს (ძველი სტილით 15 ივლისს) აღნიშნავს. ეს დღესასწაული, იგივე კვირიკობა, ხალხში ცნობილია როგორც ბავშვებისა და ოჯახის მფარველი დღე დედა-შვილი...

დაწვრილებითDetails

მარნეული-ბოლნისის გზაზე ავარიისას დაშავებულებიდან 1 გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
მთავარი

მარნეული-ბოლნისის გზაზე ავარიის შედეგად დაშავებული 4 პირიდან 1 დაიღუპა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Marneulinews.ge ავრცელებს. მათი ცნობით, ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და Ford-ის ტიპის ავტომობილი შეეჯახნენ.   მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის...

დაწვრილებითDetails

ემიგრაციაში კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
სომხეთში ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით ორი რუსი სამხედრო დააკავეს
მთავარი

42 წლის მამაკაცი ევროპის ერთ-ერთ ქალაქში გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა კაცი ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო,ხოლო ოჯახი ზუგდიდში ცხოვრობს. რა გახდა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი,დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია. ოჯახი ცხედრის გადმოსვენების საკითხზე შესაბამის უწყებას მიმართავს....

დაწვრილებითDetails

28 ივლისის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +26, +31°; მთაში ღამით +15, +20°, დღისით...

დაწვრილებითDetails

შავი ბუზები საქართველოში – რა უნდა ვიცოდეთ ძლიერ ალერგიაზე

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
მისი სუნი სძულთ – როგორ უნდა დააფრთხოთ ბუზები
მთავარი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, გიორგი კამკამიძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.   "შავი ბუზები საქართველოში: პატარა მწერი - ძლიერი ალერგიული რეაქცია !   შავი ბუზები, ანუ Simuliidae, ძალიან მცირე ზომის, სისხლმწოვი მწერებია. საქართველოში მათი...

დაწვრილებითDetails

MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა სიწმინდეების დასაცავად მოძრაობა დააფუძნა

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა  სიწმინდეების დასაცავად მოძრაობა დააფუძნა
მთავარი

MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად სიწმინდეების დასაცავად მოძრაობა დააფუძნა - ამის შესახებ განცხადება მან  საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მათი თქმით, მოძრაობას "მყისიერი რეაგირება ექნება სიწმინდეების, წინაპრების, რელიგიისა და ისტორიის შეურაცხყოფაზე"...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"