LIVE TV
კვირა, ნოემბერი 16, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

რიგ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლევ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ

დაპოსტა 2025/10/14-ში
29
ნახვა
გაზიარება

რიგ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლევ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ მანამ, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ.ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ სექტემბრის დასაწყისში მიღებული კანონები კიდევ მეტად მკაცრდება. ცვლილებები “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“, “საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონში, “დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ კანონსა და “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში შედის.

სექტემბრის თვეში მიღებული და ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, ფინანსურ დანაშაულებზე მსჯავრდებულებს საქართველოდან გასვლა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით ეკრძალებათ და ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის მეშვეობით გამოიყენება. პარლამენტში წარდგენილი ახალი კანონის პროექტით კი, მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლის აკრძალვა სასამართლოს მიერ გამამტყუნებელ განაჩენში მითითების გარეშე დაეკისრება.

პარლამენტმა 3 სექტემბერს, მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირებს საქართველოს დატოვებას უზღუდავს და ქვეყნიდან გასვლას 16 წლით უკრძალავს.

მსჯავრდებულს, რომელსაც ზიანის ანაზღაურება ეკისრება, ელექტრონული სამაჯურის ტარება ევალება, ხოლო მას და მის ოჯახის წევრებს ქონება, შესაძლოა, ჩამოერთვას და დაზარალებულის სასარგებლოდ მიექცეს.

ამავე კანონით, მსჯავრდებულს, სანამ ზარალს არ აანაზღაურებს, საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტი თანხის ფლობა ეკრძალება; ასეთი პირისთვის ფულის ან ქონების გადაცემა ცალკე დანაშაულად ჩაითვლება და ისჯება ჯარიმით ან ხუთ წლამდე პატიმრობით.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან “ქართული ოცნების“ წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი.

საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

გაზიარება12

დაკავშირებული -პოსტები

მცირეწლოვანზე ძალადობის ფაქტზე ძიძას ბრალდება წარედგინა

ნოემბერი 15, 2025
156
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ მომხდარ ძალადობის ფაქტზე ძიძას ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 11 ნოემბერს თბილისში ძიძამ 1 წლისა და 6 თვის ბავშვზე ფიზიკური ძალადობა განახორციელა. გამოძიების მასალებით დადასტურდა, რომ...

დაწვრილებითDetails

“ბირთვული იარაღის გამოცდას სხვა ქვეყნების მსგავსად ჩავატარებთ” – ტრამპი

ნოემბერი 15, 2025
64
მთავარი

ბირთვული იარაღის გამოცდას სხვა ქვეყნების მსგავსად ჩავატარებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. კითხვაზე, მხარს უჭერს თუ არა ბირთვული ქობინების აფეთქებას, აშშ-ის პრეზიდენტმა პასუხისგან თავი შეიკავა. „არ მსურს ამის...

დაწვრილებითDetails

„ფეიკ ნიუსი“ გავრცელდა, თითქოს მშენებარე ეკლესია დავანგრიეთ” – კალაძე

ნოემბერი 15, 2025
68
მთავარი

როგორ შეიძლება, ეკლესიის მშენებლობას შევეწინააღმდეგოთ. არ ყოფილა შემთხვევა, რომ თბილისში ტაძრის მშენებლობის დაწყება მერიასთან შეთანხმების გარეშე დაწყებულიყო, საპატრიარქო ყოველთვის საქმის კურსში გვაყენებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ...

დაწვრილებითDetails

„ქართული ოცნება” ყველაზე დაუნდობლად და ცინიკურად პენსიონერებს ეპყრობა – რომან გოცირიძე

ნოემბერი 15, 2025
111
მთავარი

„ქართული ოცნება” ყველაზე დაუნდობლად და ცინიკურად პენსიონერებს ეპყრობა. მათი 13 წლიანი მმართველობის პერიოდში პენსია მხოლოდ 68 ლარით გაიზარდა ინფლაციის გათვალისწინებით“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან...

დაწვრილებითDetails

1-ლი იანვრიდან მნიშვნელოვანი რეგულაცია შედის ძალაში

ნოემბერი 15, 2025
63
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობამ „სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ დამტკიცების თაობაზე“ 2022 წლის 8 ივნისის N 304 დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა. ცვლილება,...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი

ნოემბერი 15, 2025
3.6k
მთავარი

„This is ლანჩხუთის“ დამაარსებელი ნინია ბარამიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. ემიგრაციაში გარდაიცვალა სამოქალაქო აქტივისტის, ლუი ორაგველიძის დედა, ირმა ცინცაძე. „ლუი, ჩემო ყველაზე კეთილო გოგო, ბევრი წლის წინ გარდაცვლილი მამა როგორ გტკიოდა,...

დაწვრილებითDetails

აქტივისტებს, რომლებმაც ანაკლიაში “მეგობარი აქტის” 380-მეტრიანი გეოგლიფი გამოსახეს, გარემოს დაცვა ახსნა-განმარტებებს სთხოვს

ნოემბერი 15, 2025
37
მთავარი

აქტივისტები, რომლებმაც ანაკლიაში "მეგობარი აქტის" 380-მეტრიანი გეოგლიფი გამოსახეს, გარემოს დაცვის სამსახურში ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს. როგორც როსტო ზარანდია "პირველებთან" ამბობს, აქტივისტებს გაემოს დაცვის დეპარტამენტი ნაყოფიერი მიწის ზედაპირის დაზიანებაში ადანაშაულებს. აქტივისები ამბობენ, რომ...

დაწვრილებითDetails

კომპენსაციები იზრდება – „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის

ნოემბერი 15, 2025
113
მთავარი

პოლიციელთა სოციალური გარანტიების მნიშვნელოვნად გაუმჯობესების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შეიმუშავა, რომელიც საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა,- ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები შევა „პოლიციის შესახებ“...

დაწვრილებითDetails

ქუთაისსა და რამდენიმე ქალაქში ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება

ნოემბერი 15, 2025
51
მთავარი

საქართველოს რამდენიმე წერტილში დღეს ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლები შეინიშნება. კერძოდ, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი 5 ქალაქში ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატებას აჩვენებს. უფრო კონკრეტულად, ამ მონაცემების მიხედვით, თბილისისა და...

დაწვრილებითDetails

ოქრო 11 ლარით გაიაფდა

ნოემბერი 15, 2025
485
ეკონომიკა

გლობალურ ბაზრებზე ბოლო ვაჭრობის შედეგად ოქროს ფასი შემცირდა. Gold Price-ის მონაცემებით, 1 უნცია ოქროს საორიენტაციო ფასი ამჟამად 4 074 დოლარია. აღსანიშნავია, რომ ერთი დღის ჭრილში ფასი შემცირებულია 2.8%-ით, გასული თვის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».