საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ივნისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 8.9 ლარით გაიზარდა და 214.5 ლარი შეადგინა.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ივნისში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი წლიურად 24.7 ლარით გაიზარდა და 190 ლარი შეადგინა.
თვეების მიხედვით, 2021 წელს საარსებო მინიმუმი შემდეგნაირად განისაზღვრა:
- იანვარი – 195.6
- თებერვალი – 197.2
- მარტი- 201.0
- აპრილი – 202.8
- მაისი – 205.6
- ივნისი – 214.5