LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რეგიონში გვაქვს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, 2024 წლის ბოლოს სავარაუდოდ ორნიშნა ზრდა გვექნება, მიუხედავად საპროტესტო გამოსვლებისა და საერთაშორისო ზეწოლისა, შესაბამისად, წლიური ზრდა იქნება უფრო მაღალი-გიორგი ცუცქირიძე

რეგიონში გვაქვს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, 2024 წლის ბოლოს სავარაუდოდ ორნიშნა ზრდა გვექნება, მიუხედავად საპროტესტო გამოსვლებისა და საერთაშორისო ზეწოლისა, შესაბამისად, წლიური ზრდა იქნება უფრო მაღალი-გიორგი ცუცქირიძე

დაპოსტა 2024/08/30-ში
A A
21
ნახვა
გაზიარება

2024 წლის ივლისში საქართველოს ეროვნული პროდუქტის ზრდამ რეკორდულად მაღალი – 13.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი შვიდი თვის საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებელი მიუახლოვდა ორნიშნა ციფრს -9.7 %-ს, და მიუახლოვდა გასული სამი წლის საშუალო წლიურ მაჩვენებელს, – წერს ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ცუცქირიძე განმარტავს, 2024 წლის ბოლოს საქართველოს, სავარაუდოდ, ორნიშნა ზრდა ექნება, გაზაფხულზე საპროტესტო გამოსვლებისა და საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, შესაბამისად, წლიური ზრდა იქნება უფრო მაღალი ვიდრე ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზია.

ის ასევე მიმოიხილავს რეგიონის ქვეყნებს და ბალტიის ქვეყნების ეკონომიკას და აღნიშნავს, რომ საგარეო ვაჭრობის მთლიანი გაწყვეტით საქართველო გაცილებით მძიმე შედეგებს მიიღებდა, ვიდრე ევროზონის ქვეყნები, ამიტომაც იყო ოპოზიციის მთელი ნარატივი არასახელმწიფოებრივი, უპასუხისმგებლო, პოპულიზმზე და ტყუილზე აგებული.

„2024 წლის ივლისში საქართველოს ეროვნული პროდუქტის ზრდამ რეკორდულად მაღალი – 13.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი შვიდი თვის საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებელი მიუახლოვდა ორნიშნა ციფრს -9.7 %-ს, და მიუახლოვდა გასული სამი წლის საშუალო წლიურ მაჩვენებელს: საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი პოსტკრიზისული ანუ კოვიდპანდემიური შოკის და რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ პერიოდში იყო: 2021 წელს -10.6 %, 2022 წელს-11 %, ხოლო 2023 წელს -7.5 %. სულ 2021 წლიდან 2023 წლის ჩათვლით საშუალო წლიური ზრდა შეადგენდა 9.7 %-ს.

2024 წლის ბოლოს ჩვენ სავარაუდოდ ორნიშნა ზრდა გვექნება, მიუხედავად აპრილ-მაისში საპროტესტო გამოსვლებისა და საერთაშორისო ზეწოლისა, რომელიც დღემდე გრძელდება. შესაბამისად, წლიური ზრდა იქნება უფრო მაღალი ვიდრე ეს სსფ-ის 5.7 % პროგნოზია. შედარებისათვის, 2021-2022 წლებში, როდესაც ჩვენ გვქონდა ორნიშნა ზრდა სსფ-ის თავდაპირველი პროგნოზი 4.5 %-იყო.

მიმდინარე წლის ზრდის მახასიათებელი ნიშანია გაზრდილ საგარეო სავაჭრო ბრუნვასთან ერთად, ადგილობრივი წარმოების გაზრდილი წილი მშპ-ში. ივლისში საქართველოს ექსპორტმა ახალი რეკორდი დაამყარა, შეადგინა რა 684,6 მლნ. აშშ დოლარი. ეს გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 29.9 პროცენტით აღემატება, ხოლო რუსეთის გარეშე ექსპორტის ზრდის ტემპი კიდევ უფრო მაღალი იყო: +35.8%; რუსეთში ექსპორტი პირიქით, შემცირდა: – 7.1%).
თუ გასულ 2016-2022 წლებში ეკონომიკის ზრდას პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განაპირობებენ, ეკონომიკა ფაქტობრივად გადაწყობილია სამამულო პროდუქციის კონტრიბუციაში, რაც დიდწილად ბიზნესის მხარდამჭერმა სახელმწიფო პროგრამებმა განაპირობა, რომელიც „აწარმოე საქართველოს“ პლატფორმით ხორციელდება.
შედარებისათვის, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2.5-ჯერ და მეტადაც კი აღემატება 2020-2024 წლებში გლობალური ეკონომიკის მატებას (+14.2%).

აღვნიშნავ, რომ რეგიონულ ჭრილში ჩვენ ასევე გვაქვს ყველაზე მაღალი ზრდა, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ თურქეთი, ისევე როგორც სომხეთი და აზერბაიჯანი არ შეერთებიან ან მხოლოდ ნაწილობრივ შეუერთდნენ საერთაშორისო სანქციებს.

თურქეთის ეკონომიკა 2024 წლის პირველ კვარტალში, 2.4%-ით გაიზარდა, ხოლო 2024 წელს პროგნოზით 2.9%-ით გაიზრდება.

აზერბაიჯანის მთლიანი შიდა პროდუქტი 2024 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებითი 4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2024 წელს პროგნოზით გაიზრდება 4 %-ით, ხოლო 2025 წელს 5 %-ით.

სომხეთში მთლიანი შიდა პროდუქტი 2024 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით 9,20 პროცენტით გაიზარდა 2024 წელს გაიზრდება 8.5 %-ით, ხოლო 2025 წელს 4.8 %-ით.

როგორც ვხედავთ რეგიონში ჩვენ გვაქვს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა.
ახლა ვნახოთ თუ როგორია მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ევრო ზონაში ანუ ქვეყნებში რომლებიც შეუერთდნენ რუსეთი წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს.

მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ევრო ზონაში 2024 წლის პირველ კვარტალში 0,40 პროცენტით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2024 წელს სავარაუდოდ გაიზრდება 0.4 %-ით, ხოლო 2025 წელს 1.5 %-ით.

ცალკე მსურს გამოვყო, ბალტიის ქვეყნები, რომლებიც ითვლება, რომ შეუერთდნენ საერთაშორისო სანქციებს:
ესტონეთის ეკონომიკა 2024 წლის პირველ კვარტალში 2,4%-ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ლიტვის მშპ 2024 წლის პირველ კვარტალში 2,9%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პროგნოზით 2024 წელს მშპ-ს ზრდა 1.08 %-ის ფარგლებში იქნება, ხოლო 2025 წელს 1.04 %-ის ფარგლებშია ნავარაუდები.

ლატვიის ეკონომიკა 2024 წლის პირველ კვარტალში მხოლოდ 1%-ით გაფართოვდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განსხვავებით წინა პერიოდის 0,5%-იანი კლების შემდეგ. 2024 წელს პროგნოზით ზრდა იქნება 1 %, ხოლო 2025 წელს 2.5 %-ს ფარგლებში.

აქვე მსურს აღვნიშნო, რომ ბალტიის ქვეყნებში წარმოების მხრივ, გამომუშავება გაიზარდა ძირითადად სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის და თევზჭერის მიმართულებით და ეს აღდგენა რუსეთის ბაზარზე აგროპროდუქციის, კვების მრეწველობის და ღვინო მასალების გაზრდილ ექსპორტს უკავშირდება, ისევ როგორც ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებში.

საქართველო სანქციებს შეუერთდა პრაქტიკულად ყველა იმ მიმართულებით, რომლებიც ტექნოლოგიურ ნაწილს და სამხედრო მრეწველობაში გამოყენებად კომპონენტებს ეხება.

როდესაც მათი ევროდეპუტატები, რომ მუდმივად გვამუნათებდნენ შევერთებოდით საერთაშორისო სანქციებს და რასაც აქაური ოპოზიცია მხარს უბამდა, თუ რატომ არ გავწყვიტეთ სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან მთლიანად, შედეგები სახეზეა.

ამასთან, ამასთან, ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს უკავშირდება საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ზრდა და დასაქმების ზრდა და უმუშევრობის დონის ისტორიულ მინიმუმამდე (13.7%) შემცირება. ივლისში წინა წლის ივლისთან ინფლაციამ 1.8 პროცენტი შეადგინა, რაც საგრძნობლად ნაკლებია აშშ-ის (+2.9%) და ევროკავშირის (+2.6%) ანალოგიურ მაჩვენებლებზე.

საგარეო ვაჭრობის მთლიანი გაწყვეტით ჩვენ გაცილებით მძიმე შედეგებს მივიღებდით, ვიდრე ევროზონის ქვეყნები, შედარებით ნაკლები ალტერნატივის გამო, ამიტომაც იყო ოპოზიციის მთელი ნარატივი არასახელმწიფოებრივი, უპასუხისმგებლო და აგებული მთლიანად პოპულიზმზე და ტყუილზე, განსაკუთრებით ე.წ შავ ხვრელებზე რომ პედალირებდენ“, – წერს გიორგი ცუცქირიძე.

გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტის განახლებული კურსი პირველი მაისისთვის

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6916 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6920 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004...

დაწვრილებითDetails

“ჩვენი ჯარი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უმთავრეს გარანტად”- ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

დღეს ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეული თარიღია - 35 წლის წინ, 1991 წლის 30 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, პირველი წვევამდელების მიღებით საფუძველი ჩაეყარა ჩვენს თანამედროვე თავდაცვის ძალებს. მას შემდეგ ეს დღე ქართული მხედრული...

დაწვრილებითDetails

“ჩვენი ძალა მხოლოდ იარაღში არ არის, ჩვენი მთავარი ძალა არის გონივრულ პოლიტიკაში” – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს
მთავარი

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს - დღეს, რომელიც სიმბოლურად აერთიანებს ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას, ეროვნული ღირსების განცდას და მომავალზე პასუხისმგებლობას. ეს დღე არის პატივისცემა იმ ადამიანების მიმართ, ვინც საკუთარი სიცოცხლის...

დაწვრილებითDetails

იმერეთსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 14 პირი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 14...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან 103 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 103 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყებსი ცნობით,...

დაწვრილებითDetails

ხონში სამი შვილის დედა გარდაიცვალა

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
ხონში სამი შვილის დედა გარდაიცვალა
მთავარი

ხონის მუნიციპალიტეტში,  35 წლის, სამი შვილის დედა, ჟანა ლოგუა გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით ჟანა ლოგუას გული გაუჩერდა. „გარდაიცვალა 3 შვილის დედა ჟანა ლოგუა...

დაწვრილებითDetails

” საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია”- მაკა ბოჭორიშვილი

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრად მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა
მთავარი

საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია - ევროკავშირთან დიალოგი უნდა აღდგეს ნორმალურ ჩარჩოში, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, უნგრეთში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებსა და ევროკავშირის...

დაწვრილებითDetails

30 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

30 აპრილს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +8 გრადუსია მოსალოდნელი. მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა. დღისით ჰაერი...

დაწვრილებითDetails

30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი მოდუნდით და მშვიდად მოიფიქრეთ, როგორ გადაანაწილოთ დრო და ენერგია პირადი და საოჯახო საქმეებისთვის. მოერიდეთ ისეთი საკითხების გადაჭრას, რაც თქვენგან დიდ ძალისხმევას და ბრძოლას მოითხოვს. კურო კარგი დროა, მგზავრობის დასაგეგმად,...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 30 აპრილისთვის

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 30 აპრილიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6920, ევრო  – 3.1499, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6358 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"