მსახიობი შონ პენი მოუწოდებს ჰოლივუდის ვარსკვლავებს ბოიკოტი გამოუცხადონ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიას, თუ ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტს არ მიიწვევენ. ამის შესახებ დასავლური მედია წერს.
შონ პენის თქმით, ამ შემთხვევაში ის თავის ოსკარს გადაადნობს. მართალია ეს შესაძლოა მათი მომენტი იყოს, მათი ფილმების აღნიშვნის დრო, ეს მესმის, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს არის მომენტი როცა შეუძლიათ პროტესტი გამოხატონ და აკადემიის დაჯილდოებას ბოიკოტი გამოუცხადონ. [..] მე თვითონ, თუ აქამდე მივა საქმე, როცა დავბრუნდები, ჩემს [ოსკარს] საჯაროდ გადავადნობ” – თქვა მსახიობმა.
2022 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონია 27 მარტს გაიმართება. რამდენიმე დღის წინ, ცერემონიის თანაწამყვანმა, ემი შუმერმა აღნიშნა, რომ ცერემონიაზე ზელენსკის მიწვევის საკითხი წამოაყენა, თუმცა ამ დრომდე უცნობია, მიიღებს თუ არა მასში მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტი.
თავად მსახიობი შონ პენი რამდენიმე დღის წინ უკრაინიდან აშშ-ში დაბრუნდა და „სი ენ ენის“ ეთერში ანდერსონ კუპერს საკუთარ შთაბეჭდილებებზე ესაუბრა.